snakee.ucoz.com
 
მთავარი » სასიყვარულო რჩევვა
... კითხვის გაგრძელება » )?-->

ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ მამაკაცები ქალებზე ცუდად უძლებენ სტრესს, ნაკლებად იტანენ ტკივილს, ქალებთან შედარებით სამჯერ სწრაფად იღლებიან და ჩვენზე ორჯერ ხშირად ხდებიან ავად.

ამის მიუხედავად მაინც ჩვენთან აქვთ პრეტენზიები. გულდასმით წაიკითხეთ რა გამოგვდის ქალებს მამაკაცებზე უკეთ. რა იცით, რად დროს გამოგადგებათ.

1. უფრო კომუნიკაბელურები ვართ

გამოთვლილია, რომ ქალი ერთი დღის განმავლობაში დაახლოებით 23 000 სიტყვას ამბობს. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი მხოლოდ 1 200 სიტყვას "ხარჯავენ". ამიერიდან, როდესაც თქვენს კულინარიულ "შედევრს" უკომენტაროდ დაგიტოვებთ, აღარ გაგიკვირდეთ რატომაა ასე უყურადღებო.

2. კომპაქტურად ვალაგებთ ჩემოდანს

დაავალეთ ნებისმიერ მამაკაცს ჩემოდანში 15 კაბისა და ამდენივე წყვილი ფეხსაცმლის ჩალაგება და დარწმუნდებით, რომ ამ მხრივაც ჩვენსკენაა უპირატესობა.

3. უკეთ ვარჩევთ ავეჯს

რატომღაც მამაკაცებს პირადი თავმოყვარეობის შელახვად მიაჩნიათ ამა თუ იმ შენაძენისას ინსტრუქციის კითხვა. ეს ინგლისელი მეცნიერების დაკვირვების შედეგად გაირკვა. ალბათ თქვენც შეგიმჩნევიათ ახალნაყიდი ტუმბოსა თუ საწერი მაგიდის აწყობის შემდეგ რამდენი ჭანჭიკი და ზედმეტი დეტალი დაგრჩენიათ.

4. მათგან განსხვავებით უამრავი დაქალი გვყავს

როგორც ირკვევა, კაცების სამეგობრო, ჩვენს მეგობრების წრესთან შედარებით, აშკარა უმცირესობაშია. თანაც კაცები ... კითხვის გაგრძელება »
Attachments:
Category: სასიყვარულო რჩევვა | Views: 1288 | Added by: surtxa3995 | Date: 2013-02-10 | Comments (0)
... კითხვის გაგრძელება » )?-->

მარტი, როგორც ყოველთვის, მოზღვავებული ყვავილებით შემოდის, დედის დღე და ქალთა დღე განსაკუთრებით ამძაფრებს მათ სილამაზესა და სურნელს.

ბუნების ამ საოცარ ქმნილებებთან ურთიერთობისას ადამიანი გაცილებით კეთილი, ნაზი და ალერსიანი ხდება. აღმოჩნდა, რომ მათ ბევრი რამ შეუძლიათ გვაუწყონ ამა თუ იმ პიროვნების ხასიათზე. ზოგს კაშკაშა ფერის მცენარეები მოსწონს, მავანი - მინდვრის ყვავილებს ანიჭებს უპირატესობას.

ქვემოთ მოყვანილი ტესტი საკუთარი "მეს" შეცნობაში დაგეხმარებათ.
ჩამოთვლილი ყვავილებიდან ერთ-ერთი ამოარჩიეთ, რომელიც დანარჩენებზე მეტად მიგიზიდავთ და მისი შესატყვისი განმარტება ყურადღებით წაიკითხეთ. მაშ ასე, რომელი გირჩევნიათ?

1 ვარდი

2. ტიტა

3. მიხაკი;

4. ორქიდეა;

5. იასამანი და მინდვრის ყვავილები;

6. ქრიზანთემა;

7. წყლის შროშანი.

თუ ვარდი ამოარჩიეთ, აქტიური, საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნებული ადამიანი ბრძანდებით, შეგიძლიათ მთელი გულით შეიყვაროთ და სხვასაც შეაყვაროთ თავი. ვარდი ხომ სიყვარულის სიმბოლოა. როგორც წესი, მყარი ფსიქიკა და სტაბილური ცხოვრება გაქვთ. რეალურ
სამყაროში არსებობთ და არა - ფანტაზიებში. გიყვართ კომფორტი, წესრიგი.

ვარდების მოყვარულთა შორის ბევრია ამბიციური და გარკვეულწილად აგრესიული ადამიანიც. ყოველ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments:
Category: სასიყვარულო რჩევვა | Views: 1050 | Added by: surtxa3995 | Date: 2013-02-10 | Comments (0)
... კითხვის გაგრძელება » )?-->

ისაუბრეთ შეძლებისდაგვარად მშვიდად და ნელა, თითქოს თქვენი საუბრის ყოველი მომენტი იმდენივე ღირს, რამდენიც დიზაინერის კაბა ბოლო კოლექციიდან

გაზაფხული - ყველაზე შესაფერისი დროა ფლირტისა და მეორე ნახევრის ძიებისთვის. წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს ჩვენი ხმაც კი, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ბევრად სექსუალურად ჟღერს - ეს კი ნახევარი საქმეა (უფრო ზუსტად კი, 40%) საწინააღმდეგო სქესთან წარმატების მისაღწევად.

მოხიბლოთ მამაკაცი ხმით - სავსებით რეალურია, თუ დაიცავთ რამდენიმე წესს.

1. ინტონაცია შინაარსზე მნიშვნელოვანია

გახსოვდეთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ლაპარაკობთ, არამედ ისიც, როგორი ტონით გამოთქვამთ აზრს: ადამიანის ტვინს 0,2 წამი სჭირდება იმისათვის, რომ "გაშიფროს" ნათქვამი სიტყვის შინაარსი, მისი ემოციური "შეფერილობა" კი ბევრად სწრაფად აღიქმება, თითქმის მაშინვე.

ასე რომ, სანამ სიმპათიურ კავალერს ხმას გასცემდეთ, თქვენთვის ჩაილაპარაკეთ: "შენ სექსუალური ხარ, მე სექსუალური ვარ" - ეს იმისათვის, რომ საჭირო ტალღაზე გადაერთოთ.

2. მეტი ეროტიზმი, ნაკლები სიყალბე

სექსუალური აღგზნებულობის დროს, როცა გვერდით მიმზიდველი ადამიანი გვყავს (ეს წესი ორივე სქესის წარმომადგენლებზე ვრცელდება), ჩვენი ხმის ტემბრი ავტომატურად დაბალ ტონალობაში გადადის (ზუსტად ისევე, როგორც ფართოვდება გუგები მაშინ, როცა ჩვენი თანამოსაუბრე დაგვაინტერესებს და მოგვეწონება).

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაშინვე ... კითხვის გაგრძელება »
Attachments:
Category: სასიყვარულო რჩევვა | Views: 1036 | Added by: surtxa3995 | Date: 2013-02-10 | Comments (0)

გაინტერესებთ, რას ფიქრობენ მამაკაცები პირველ პაემანზე? სიმართლე მწარეა, ან იქნებ არც ისეთი მწარე; მაგრამ ორივე შემთხვევაში სჯობს, რომ ვიცოდეთ:

"ნეტავ, რესტორნის მერე დაწვება ჩემთან?"

"იმედი მაქვს, ქმრად არ ვუნდივარ"

"რა ზომის მკერდი აქვს, ოღონდ თანამედროვე აღჭურვილობების მქონე ლიფის გარეშე?"

"ნეტავ, მარტო ცხოვრობს?"

"იმედია, მისი საწოლი არ ჭრიალებს და კარგი მატრასი აქვს"

"ნეტავ, ამხელა ფრჩხილებით რისი გამკეთებელია?"

"ნეტავ, შპაგატზე ჩაჯდომა თუ შეუძლია?"

"იმედია, ნიანგს არ დაემსგავსება, კოსმეტიკას რომ ჩამოიშორებს"

ეს რამდენიმე და დანარჩენი, იმედი ვიქონიოთ, ბევრად სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა ჩვენთვის.

ახლა კი ისღა დაგვრჩენია, მადლობა გადავუხადოთ მამაკაცებს იმ ტაქტისთვის, რომელსაც ისინი ჩვენ მიმართ იჩენენ და ყოველივე ამას ხმამაღლა არ გვეუბნებიან:D
Attachments:
Category: სასიყვარულო რჩევვა | Views: 935 | Added by: surtxa3995 | Date: 2013-02-10 | Comments (0)
... კითხვის გაგრძელება » )?-->

საინტერესოა, შენ რომელ პუნქტს ეთანხმები, ან გაგიგია თუ არა ჩამოთვლილთაგან რომელიმე ფრაზა საყვარელი მამაკაცისგან? ამ ფრაზების რეიტინგი ერთ-ერთმა პოპულარულმა პორტალმა შეადგინა.
1. "ჯერ კიდევ სკოლაში მიყვარდი".

2. "ისეთი ლამაზი ხარ კოსმეტიკის გარეშე".

3. "რა მაგარი მკერდი გაქვს... არც კი მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემია".

4. "დაიძინე, ძვირფასო, მე გავრეცხავ ჭურჭელს/მივალაგებ/ნაგავს გადავყრი/გავასეირნებ/ჩავიბარებ გაკვეთილებს და სხვა".

5. "ასე კარგად არავისთან ვყოფილვარ საწოლში".

6. "ორი წითელი ხაზი?! რა მაგარია, მამა გავხდები!"

7. "რა გავაკეთო, რომ დაგიბრუნო? ყველაფერზე წავალ!"

8. "ჰო, ბალიზე მივდივართ! ჰო, მთელი თვით!"

9. "მე მეყოფა, მაგრამ შენ თუ გინდა, კიდევ დალიე".

10. "ისეთი გამხდარი ხარ - ძლივს გიცანი!"

11. "რას ფიქრობ ამის შესახებ?"

12. "საყვარელო, ძალიან მაგრად მართავ მანქანას, ბევრ მამაკაცზე უკეთ".

13. "მინდა, რომ ჩემი სახლის გასაღები გქონდეს".

14. "როგორ, წყლები უკვე დაღვარე? ესე იგი, ჩვენი შვილი მალე დაიბადება! "

15. "რატომ უნდა აარჩიო? ხუთივე ვიყიდოთ".

16. "პირველი ქალი ხარ, რომლითაც დედაჩემი აღ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments:
Category: სასიყვარულო რჩევვა | Views: 939 | Added by: surtxa3995 | Date: 2013-02-10 | Comments (0)
... კითხვის გაგრძელება » )?-->

ყველა ქალის ოცნებაა, საყვარელი ადამიანისთვის წლების მერეც ისეთივე მომხიბვლელი და სასურველი იყოს, როგორც გაცნობის პირველ დღეს...

ეს შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ მამაკაცების რჩევებს, რომელთაც ზუსტად იციან, როგორი უნდა იყოს ქალი, რომ მამაკაცისთვის მუდამ სასურველი დარჩეს.

ფოტოგრაფი:

ყოველდღიურად ვხვდები მოდელ გოგონებს... უდავოა, ისინი ძალიან მომხიბვლელები არიან... თუმცა ყველა ერთნაირია, მათი გარეგნობა შეესაბამება იმ პარამეტრებს, რომლებიც მოდის სამყარომ დააკანონა. მოდელი გოგონები ყველაზე უინტერესოები არიან - მათ ხომ შინაგან სამყაროსთან უამრავი პრობლემა აქვთ.

სილამაზით გატაცება მალე ხუნდება. იმისათვის, რომ ქალი სასურველი დარჩეს, უნდა განვითარდეს, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც მამაკაცი. თუ ორივე სქესი საკუთარ შინაგან სამყაროზე ზრუნავს, მათი ურთიერთობაც ვითარდება, ხდება უფრო ღრმა და საინტერესო.

პირადად მე მინიატურული გოგონები მომწონს. თავადაც არ ვარ გოლიათი და საერთოდაც, ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალ ქალებს დაცვა სჭირდებათ, ჩემი დაცვა.

მწერალი:

გარეგნულთან ერთად, არსებობს შინაგანი სილამაზე, რომლის წინაშეც უძლურია ყველანაირი სილიკონი და ბოტოქსის ინექციები. თუმცა ქალებს ეს ავიწყდებათ და ლამის 20 წლიდან იწყებენ გარეგნობის შეცვლას პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით.

არ გედავებით, გარეგნობაზე ზრუნვა აუცილებელია. იმ ქალებისაც მესმის, რომლებიც ქირურგიას მაშინ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments:
Category: სასიყვარულო რჩევვა | Views: 1512 | Added by: surtxa3995 | Date: 2013-02-10 | Comments (0)
... კითხვის გაგრძელება » )?-->

რა არის ბედნიერება? ბედნიერება უმაღლესი კმაყოფილების შეგრძნებაა, რომელიც, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ბედნიერებისთვის მუდმივი სტიმული ან მიზანია საჭირო. ბედნიერება სხვადასხვაგვარია, მაგრამ ყველა ადამიანს ერთნაირად სურს ის.

ბედნიერებისათვის არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც "ფერარი" გყავდეთ, ან ლატარიაში მილიონი მოიგოთ. ბედნიერება შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამაც მოგიტანოთ; მაგალითად: ძველი, დაკარგული მეგობრის მოულოდნელმა სატელეფონო ზარმა ან გამვლელის უნებლიე ღიმილმა, ჩიტების ჭიკჭიკმა თუ წვიმის წკაპუნმა...

ბედნიერება ყველგანაა - ჩვენს ირგვლივ, ყველა ადამიანში... უბრალოდ, უნდა შეგვეძლოს მისი დანახვა, გაცნობიერება და შეგრძნება.

- " მე ვტიროდი იმიტომ, რომ არ მქონდა ფეხბურთის სათამაშო კეტები, მაგრამ ერთხელ შევხვდი ადამიანს, რომელსაც არ ჰქონდა ფეხები"... - ეს უდიდესი სიტყვებია! ბავშვობაში არც მე მქონდა ორთვლიანი ველოსიპედი, მაგრამ მქონდა ჩემი შექმნილი სამყარო, სადაც ყველა გმირი კეთილი იყო და მე ჩემი ველოსიპედით ყოველ საღამოს დავსეირნობდი ლამაზად მორთულ ქუჩებსა და ბაღებში.

თუ რაღაცის გამო თავს უბედურად ვგრძნობდი, მაშინვე ვიწყებდი ფიქრს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ჩემზე ათიათასჯერ ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. ყოველთვის უნდა იყო მადლიერი იმისთვის, რაც გაქვს. ბევრი ოცნებობს, რომ ჰქონდეს სახლი, ჰყავდეს მშობლები, მეგობრები, სამსახური და ა.შ.

თუ ნეგატიურ ფიქრებს პოზიტიურით შეცვლით, ბედნიერ ცხოვრებას ... კითხვის გაგრძელება »
Attachments:
Category: სასიყვარულო რჩევვა | Views: 1063 | Added by: surtxa3995 | Date: 2013-02-10 | Comments (0)
... კითხვის გაგრძელება » )?-->

როდესაც ქალი თავდავიწყებით შეყვარებულია, შეიძლება გაუჭირდეს იმის გარკვევა, მის რჩეულს უყვარს იგი თუ მხოლოდ გატაცებულია და მისით ტკბება. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ქალს შეუძლია გაარკვიოს, რა გრძნობები აქვს მის მიმართ მამაკაცს.
შეყვარებულია, თუ...

აღიარებს, რომ წინა რომანების დროს არ გაუმართლა.

თქვენში ისეთ თვისებებს აღმოაჩენს, რომლებიც აქამდე არავის შეუმჩნევია.

თქვენს მშობლებთან და მეგობრებთან შეხვედრის წინ შესამჩნევად ღელავს.

განწყობა უფუჭდება, როდესაც მეგობარ მამაკაცებზე რაიმეს უამბობთ.

ყურადღებით გისმენთ, როდესაც ბავშვობაზე უყვებით.

ცდილობს, რაც კი იცის, გასწავლოთ, თუნდაც მანქანის მართვა ან თევზაობა.

გულწრფელად უკვირს, როდესაც ეუბნებით, რომ გახდომას აპირებთ.

თქვენს ტელეფონის ნომერსა და დაბადების დღეს მაშინვე იმახსოვრებს.

აღარ ახსოვს, რა უთხრეს ახლობლებმა თქვენი გაცნობის შემდეგ.

სახლში გეპატიჟებათ და გპირდებათ, რომ ბავშვობის ფოტოებს დაგათვალიერებინებთ და ძაღლს გაგაცნობთ.

თქვენზე მშვენიერი ამქვეყნად არავინ ეგულება.

რა დროსაც უნდა დამთავრდეს თქვენი შეხვედრა, სახლამდე გაცილებთ.

ჩოგბურთის კორტზე გეპატიჟებათ და სპორტული სამოსის წამოღებას გთხოვთ.

გეკითხებათ რჩევას იმის თაობაზე, როგორი კოსტიუმი შეარჩიოს.

თავის ცხოვრებაზე ყველაფერს გიამბობთ, თუნდაც იმ ეპიზოდს, როგორ გაძლო ერთი კვირა სრულ მარტოობაში.

გულწრფე ... კითხვის გაგრძელება »
Attachments:
Category: სასიყვარულო რჩევვა | Views: 900 | Added by: surtxa3995 | Date: 2013-02-10 | Comments (0)
... კითხვის გაგრძელება » )?-->
თუ შენ ყურებამდე ხარ შეყვარებული  და მასაც გულწრფელად უყვარხარ, მაშინ თქვენი გადაწყვეტილება დაქორწინების შესახებ მართებულია. გილოცავთ!

მაგრამ არსებობენ ქალები, რომლებიც სულ სხვა მიზეზებით თხოვდებიან და ხშირად ქორწილი ხდება პირველი ნაბიჯი დიდი პრობლემების, გაწბილებისა და ტკივილისკენ სავალ გზაზე. მაშ ასე, დაფიქრდი, ხომ არ ჯობს, ქორწილი გადადო, თუ შენ მხოლოდ იმიტომ თხოვდები, რომ...

1. გინდა შვილის გაჩენა

რა თქმა უნდა, ბავშვისთვის უკეთესია, თუ კანონიერ ქორწინებაში დაიბადება, მაგრამ თუ დედიკოს და მამიკოს ერთმანეთი არ ეყვარებათ, პატარას "ურჩევნია" უკანონოდ დაიბადოს.

2. ყველა შენი მეგობარი უკვე გათხოვილია

ყველა მათგანს თავისი ოჯახი აქვს, მათი პრიორიტეტები შეიცვალა, მეგობრულ შეკრებებზეც "თეთრი ყვავივით" გამოიყურები, თავს დაჩაგრულად გრძნობ, მაგრამ ამის გამო ნუ გაჰყვები პირველ შემხვედრს ცოლად. დაიმახსოვრე: ქორწინება სპორტული შეჯიბრება არ არის. ამიტომაც ის, ვინც პირველი მივიდა ფინიშთან, სულაც არ ნიშნავს, რომ გამარჯვებულია.

3. ბოლოს და ბოლოს ავუსრულებ მშობლებს ოცნებას

მართლაც, შენი მშობლები უფრო კარგად იგრძნობენ თავს, თუ ეცოდინებათ, რომ მათი შვილის ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, ვისაც ის უყვარს და ზრუნავს მასზე. შვილიშვილებზეც ოცნებობენ! მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ მშობლების გამო მსხვერპლს გაიღებ და უსიყვარულოდ შექმნი ოჯახს?

... კითხვის გაგრძელება »
Attachments:
Category: სასიყვარულო რჩევვა | Views: 1405 | Added by: surtxa3995 | Date: 2013-02-10 | Comments (0)
... კითხვის გაგრძელება » )?-->


ალბათ, ყველა ჩვენგანს ჰქონია ცხოვრებაში მომენტი, როცა სწრაფად და სამუდამოდ
და, მოშორებინა მომაბეზრებელი კავალერი. გთავაზობთ 5 მეთოდს, რომლის მეშვეობითაც მამაკაცში გაჩენილ ცეცხლს მარტივად ჩააქრობთ.
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მამაკაცი ბუნებით მონადირეა და მიუწვდომელი მსხვერპლი მისთვის ყოველთვის სასურველი ნადავლია. ხოლო როგორც კი ის თავის მიზანს მიაღწევს, ინტერესი მაშინვე ქრება.

წესი პირველი – ყურებამდე ხართ მასზე შეყვარებული

მიეცით მამაკაცს საშუალება, რომ იფიქროს, თითქოს თქვენ მასზე უგონოდ ხართ შეყვარებული და რომ მან თავისას უკვე მიაღწია. ამაში დასარწმუნებლად, თქვენ მას გამუდმებით ურეკავთ და გაუთავებლად სწერთ სასიყვარულო წერილებს. ყველა ვერ გაუძლებს ასეთ "სიყვარულს" და მონადირეს მალევე მობეზრდება თავისი ნანადირევი.

წესი მეორე – მოიქეცით არაადეკვატურად

იმისათვის, რომ მამაკაცს დაუკარგოთ თქვენთან ყოფნის სურვილი, უნდა გამოიჩინოთ ცოტაოდენი მსახიობური ოსტატობა. ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ შეაშინოთ თაყვანისმცემელი.

მოიქეცით არაადეკვატურად, გაიცინეთ შეუფერებელ მომენ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments:
Category: სასიყვარულო რჩევვა | Views: 1205 | Added by: surtxa3995 | Date: 2013-02-10 | Comments (0)
1 2 »
კვირა, 2024-04-28, 10:18 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო ვიდეოები [47]
სასიყვარულო ისტორია [11]
სასიყვარულო ლექსი [16]
სასიყვარულო რჩევვა [19]
სასიყვარულო სხვა [7]
სასიყვარულო ტესტი [1]
სასიყვარულო სტატია [8]
სასიყვარულო ჩანახატი [3]
სასიყვარულო სტატუსი [4]
სასიყვარულო სხვა [1]
ოდნოს სტატუსები [5]
ინგლისური სტატუსები [0]
სასაცილო სტატუსები [0]
სწერვა სტატუსები [0]
ბრძნული გამონათქვამები [5]
მამაკაცის გულის მოგების ხერხები [0]
ანეგდოტები [0]
phrases [3]
statusebi [6]
ვიდეოები [0]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტი????
სულ პასუხი: 11
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz
www.wsa.ge