snakee.ucoz.com
 
მთავარი » სასიყვარულო ჩანახატი


ახლა აქ რომ იყო, მეტყოდი, სულელი ხარო. მე კი არც კი ვიცი, უფრო მეწყინებოდა თუ მესიამოვნებოდა... რაღაცნაირი ამინდია, სევდიანი, ნაცრისფერი, ფიქრისფერი, ოცნებისფერი... ოღონდ, აუხდენელი ოცნების ფერი... ხოდა, მეც ვზივარ და ვოცნებობ: ახლა აქ რომ იყო...
თითქმის ყველაფერი მაღიზიანებს ირგვლივ... ალბათ, მეც ვაღიზიანებ ახლა ვინმეს... ნეტავ, ამ წამს რატომ არავისი აზრი არ მაინტერესებს შენ გარდა?... ახლა აქ რომ იყო, გკითხავდი ამას... თუმცა არა, არ გკითხავდი, ალბათ... სჯობს, ზოგი რამ უთქმელი დარჩეს...
ახლა აქ რომ იყო, მხარზე დაგადებდი თავს და ასე მიხუტებული კიდევ ერთხელ გეტყოდი, რომ მეშინია და გთხოვდი, არ დამტოვო... ახლა აქ რომ იყო, ასე ძალიან აღარ მომენატრებოდი... ახლა აქ რომ იყო, ვილაპარაკებდით ყველაფერზე ან, უბრალოდ, გავჩუმდებოდით და ისე ვილაპარაკებდით არაფერზე... ახლა აქ რომ იყო, ვაღიარებდი, რომ ეს ნაჯღაბნი შენ გეძღვნება... ახლა აქ რომ იყო, გეტყოდი, რომ მიყვარხარ... ახლა აქ რომ იყო...
Attachments:
Category: სასიყვარულო ჩანახატი | Views: 1008 | Added by: surtxa3995 | Date: 2013-02-10 | Comments (0)
... კითხვის გაგრძელება » )?-->


ბოლოს სულ ბოლოს ქალის კივილი გაიგონა...-`ვაიმე დედა~-დაიწერა ბაგეზე.

თვალები ძვლივს გაახილა...
...უცნობი კედლები_მოთეთრო-მონაცრისფრო.
`სადა ვარ?~_გაიფიქრა... ფიქრი არ დააცალეს თეთრ ხალათიანმა ექიმებმა.
_თვალები გაახილა! ცოცხალია... ცოცხალი!
_გადარჩა?
_სადა ვარ?_ და ვერც თქვა ეს ორი სიტყვა... გონება დაძაბა და გაახსენდა...
მშვენიერი დღე იყო, ღრუბლის ნაფლეთებს შორის მზე იჭყიტებოდა, დილით
მეგობართან წავიდა.არ შეეძლო ვინმესთვის არ გაენდო თავისი სატკივარი. ეგონა რომ არ ვთქვა გული გამისკდებაო. არავინ დახვდა სახლში. ნელა დაეშვა კი ... კითხვის გაგრძელება »
Attachments:
Category: სასიყვარულო ჩანახატი | Views: 1069 | Added by: surtxa3995 | Date: 2013-01-29 | Comments (0)
– მიდიხარი
– მომიწევს.
– დაბრუნდებიი
– კი, თუ მოგენატრები.
– მჭირდები.
– გასაგებია.
– მიყვარხარ.
– ვიცი...
– შენ არ გიყვარვარი
– რატომ მეკითხებიი
– ცივად მელაპარაკები.
– საიდან მოიტანეი
– მცივა...
– თბილად ჩაიცვი.
– შენი სიტყვები მაციებს.
– გეყოფა!
– გული მტკივა.
– გაგივლის...
– ჩემი ტკივილი არ გადარდებსი
– უაზროდ ნუ ღვრი ცრემლებს.
– ნუ ლაპარაკობ ცრემლების
გამომწვევ სიტყვებს...
– მიყვარხარ, დაწყნარდი.
– ეტყობა, ეს სიტყვები არ არის
გულით ნათქვამი.
– მაბრაზებ!
– შენ კი გულს მტკენ.
– მივდივარ.
– დაბრუნდებიი
– კი...
– მატყუებ!
– წავედი...
– იმედია დაბრუნდები...
მე გელოდები.!
Attachments:
Category: სასიყვარულო ჩანახატი | Views: 1050 | Added by: surtxa | Date: 2013-01-08 | Comments (13)
შაბათი, 2024-04-27, 9:07 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო ვიდეოები [47]
სასიყვარულო ისტორია [11]
სასიყვარულო ლექსი [16]
სასიყვარულო რჩევვა [19]
სასიყვარულო სხვა [7]
სასიყვარულო ტესტი [1]
სასიყვარულო სტატია [8]
სასიყვარულო ჩანახატი [3]
სასიყვარულო სტატუსი [4]
სასიყვარულო სხვა [1]
ოდნოს სტატუსები [5]
ინგლისური სტატუსები [0]
სასაცილო სტატუსები [0]
სწერვა სტატუსები [0]
ბრძნული გამონათქვამები [5]
მამაკაცის გულის მოგების ხერხები [0]
ანეგდოტები [0]
phrases [3]
statusebi [6]
ვიდეოები [0]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტი????
სულ პასუხი: 15
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz
www.wsa.ge