snakee.ucoz.com
 
მთავარი » 2013 » თებერვალი » 10 » გატაცება თუ სიყვარული - როგორ გავერკვეთ გრძნობებში?
4:01 PM
გატაცება თუ სიყვარული - როგორ გავერკვეთ გრძნობებში?

როდესაც ქალი თავდავიწყებით შეყვარებულია, შეიძლება გაუჭირდეს იმის გარკვევა, მის რჩეულს უყვარს იგი თუ მხოლოდ გატაცებულია და მისით ტკბება. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ქალს შეუძლია გაარკვიოს, რა გრძნობები აქვს მის მიმართ მამაკაცს.
შეყვარებულია, თუ...

აღიარებს, რომ წინა რომანების დროს არ გაუმართლა.

თქვენში ისეთ თვისებებს აღმოაჩენს, რომლებიც აქამდე არავის შეუმჩნევია.

თქვენს მშობლებთან და მეგობრებთან შეხვედრის წინ შესამჩნევად ღელავს.

განწყობა უფუჭდება, როდესაც მეგობარ მამაკაცებზე რაიმეს უამბობთ.

ყურადღებით გისმენთ, როდესაც ბავშვობაზე უყვებით.

ცდილობს, რაც კი იცის, გასწავლოთ, თუნდაც მანქანის მართვა ან თევზაობა.

გულწრფელად უკვირს, როდესაც ეუბნებით, რომ გახდომას აპირებთ.

თქვენს ტელეფონის ნომერსა და დაბადების დღეს მაშინვე იმახსოვრებს.

აღარ ახსოვს, რა უთხრეს ახლობლებმა თქვენი გაცნობის შემდეგ.

სახლში გეპატიჟებათ და გპირდებათ, რომ ბავშვობის ფოტოებს დაგათვალიერებინებთ და ძაღლს გაგაცნობთ.

თქვენზე მშვენიერი ამქვეყნად არავინ ეგულება.

რა დროსაც უნდა დამთავრდეს თქვენი შეხვედრა, სახლამდე გაცილებთ.

ჩოგბურთის კორტზე გეპატიჟებათ და სპორტული სამოსის წამოღებას გთხოვთ.

გეკითხებათ რჩევას იმის თაობაზე, როგორი კოსტიუმი შეარჩიოს.

თავის ცხოვრებაზე ყველაფერს გიამბობთ, თუნდაც იმ ეპიზოდს, როგორ გაძლო ერთი კვირა სრულ მარტოობაში.

გულწრფელად აინტერესებს თქვენი პროფესიული გეგმები.

თქვენ მიერ მოყოლილ უღიმღამო ანეკდოტებზეც კი ეცინება.

თავის გრძნობებს თბილად გამოხატავს და მეტსახელსაც გეძახით.

გაცნობთ თავის ყველა ცოლიან მეგობარს და შემდეგ აღიარებს, რომ მათი ნამდვილად შურს.

გატაცებულია, თუ...


სიამოვნებით გიამბობთ წინა რომანებზე.

ბანალურ ქათინაურებს გეუბნებათ, რაც ადრეც არაერთხელ გსმენიათ.

თავის მეტოქეებზე თვითონვე გეკითხებათ და ყურადღებით გისმენთ.

თქვენი ფოტოალბომიდან მხოლოდ ბოლო წლების სურათები აინტერესებს.

თუ შესაძლებლობა მიეცა, თავის კულინარიულ საიდუმლოებებსაც გიმხელთ და უფლებას გაძლევთ, მისი ვიდეოაპარატურით ისარგებლოთ.

გაძლევთ რჩევებს იმის თაობაზე, როგორ გაიუმჯობესოთ გარეგნობა.

მართალია, თქვენი საყვარელი სუნამოს სუნი ახსოვს, მაგრამ თქვენს ტელეფონს ვერ იმახსოვრებს.

არც დედათქვენის სახელი ახსოვს და არც ის, რომელი ნაყინი გიყვართ ყველაზე მეტად.

გაკვირდებათ და, გეუბნებათ, რომ ერთ კინოვარსკვლავს აგონებთ.

სახლში გიწვევთ და რომანტიკულ ვახშამს გპირდებათ შამპანურით, სანთლებითა და განსაკუთრებული რეცეპტით მომზადებული ყავით.

თუ თქვენი შეხვედრა გვიანობამდე გაგრძელდა, სახლში ტაქსით გაგზავნით, მაგრამ თან არ მოგყვებათ.

ჩოგბურთის მოედანზე გეპატიჟებათ იმისათვის, რომ უგულშემატკივროთ.

თავისი ხელმძღვანელის დაბადების დღეზე მიდის და რჩევას გეკითხებათ, როგორი ჰალსტუხი გაიკეთოს.

დაწვრილებით გიამბობთ, როგორი შთაბეჭდილება მოახდინეთ მის მეგობრებზე.

სხვათა შორის, ამბობს, როგორ აფასებენ მას სამსახურში, რა მარკის ავტომანქანის შეძენას აპირებს უახლოეს მომავალში და რომელ ეგზოტიკურ კუნძულზე დაისვენებს.

უყვარს, როდესაც სასაცილო და პიკანტურ ისტორიებს უამბობთ, თუმცა მთქნარებას იწყებს, როდესაც პროფესიულ პრობლემებზე იწყებთ ლაპარაკს.
კატეგორია: სასიყვარულო რჩევვა | ნანახია: 902 | დაამატა: surtxa3995 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-05-09, 8:32 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო ვიდეოები [47]
სასიყვარულო ისტორია [11]
სასიყვარულო ლექსი [16]
სასიყვარულო რჩევვა [19]
სასიყვარულო სხვა [7]
სასიყვარულო ტესტი [1]
სასიყვარულო სტატია [8]
სასიყვარულო ჩანახატი [3]
სასიყვარულო სტატუსი [4]
სასიყვარულო სხვა [1]
ოდნოს სტატუსები [5]
ინგლისური სტატუსები [0]
სასაცილო სტატუსები [0]
სწერვა სტატუსები [0]
ბრძნული გამონათქვამები [5]
მამაკაცის გულის მოგების ხერხები [0]
ანეგდოტები [0]
phrases [3]
statusebi [6]
ვიდეოები [0]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტი????
სულ პასუხი: 20
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz
www.wsa.ge