snakee.ucoz.com
 
მთავარი » 2013 » თებერვალი » 2 » iyavi is rac xar
12:32 PM
iyavi is rac xar

ირველად მას თხუთმეტი წლის წინ შევხვდი,გრძნობა
 არ მქონია არაფერზე,უფრო სწორად ვერც ვერაფერზე ვიფიქრებდი...
 მხოლოდ რაღაც დროის შემდეგ ვიგრძენი საშინელი სიცივე,და შიში.
ვითომ რა მამაცია არა ადამიანი? ერთი თქმით არაფრის ეშინია- მეც ესე ვიყავი,
მაგრამ სულ ახალგაზრდა,ვყეყეჩობდი ალბათ კიდეც,
 თითქოს არაფრის მეშინოდა საერთოდ არაფრის, თურმე არც სიკვდილის...
ეხლა კი ვიგრძენი,სანამ არ ნახავს ადამიანი,მან რა იცის ეშინია თუ არა...
მე მეშინოდა, მეშინოდა.
ჩემ წინ თვითონ სიკვდილი იდგა,
მუქი ნაცრისფერი ბუნდოვანი ჩრდილი...
სიცივეს გიბერავს,გაციებს,გაშინებს,სულს გართმევს და მთლიანად გეპატრონება...
განა არ არის საშიში.
ამ დროს მთელი შენი ცხოვრება თვალწინ დაგიდგება,
თუნდაც უმნიშვნელო,არასდროს რომ არაფრად ჩააგდებდი ისეთი მომენტიც კი.
 ყველაფერი გენატრება ამ დროს,
ყველაფერს ნანობ კარგსაც, ცუდსაც და ორივეს ერთად.
იმ დროს მეტზე არაფერზე ვფიქრობდი,ალბათ კიდევ იმაზე რომ რა მოხდება მერე.
 უარესი ალბათ არაფერი. არ მახსოვს,
 საერთოდ არაფერი მახსოვს მხოლოდ დანგრეული კედლები და მტვრიანი ქუჩები.
 რა მოხდა? რატო მოხდა? მხოლოდ ის ვიცოდი რომ არასწორი ნაბიჟი გადავდგი,
 ტყვია? კედელს მოწყვეტილი დიდი ლოდი?... არ ვიცი თავში დამეცა,
წამიერად გონება დავკარგე, გავახილე და სიცივე,ისევ მტვერი, გამაყრუებელი ხმაური.
..და ის. არ ვიყავი მზად,არც სიკვდილისთვის,
არც იმ ნაბიჟისთვის რომელმაც აქამდე მომიყვანა, საერთოდ
...მეშინოდა,არ მინდოდა სიკვდილი მაგრამ... მაგრამ, აქაურობას რა სჭირდა?
რატომ იყო ყველაფერი მტვერში? ყველგან ინგრეოდა,ყველაფერი ინგრეოდა,
 მტრედების ნაცვლად მსხვილი ტყვიები დაქროდნენ ჰაერში, მიჭირდა ფიქრი.
..
დროა
-რაა?-შევკრთი, გაკვირვებული...
-შენი დროა
-ვინ ხარ?
-მე შენ წასაყვანად მოვედი...დავიგვიანებთ გამომყევი
-მაგრამ, მე...მე... სად გამოგყვე?
-ნუ გეშინია, თავიდან ყველას ეშინია...მე გიცნობ შენ
-მიცნობ? საიდან...მართლა მეშინია...მოვკვდი? სიკვდილი ხარ?
მე შენი სიკვდილი ვარ, ამიტომაც გიცნობ, შენთან ერთად ვიზრდებოდი მეც
, ეხლა დროა რომ წაგიყვანო... ნუ გეშინია მომეცი ხელი, მე შენთან ვარ
-ჩემი სიკვდილი? მოიცა, მოიცა, ესე არ ხდება, მაშინ სიცოცხლე სად არის,
 ჩემი სიცოცხლე რატო არ მშველის? რატო?! სად არის...
-სიცოცხლე? შენ მან აქ მოგიყვანა... იქიდან აქ მოგიყვანა... მან მოგავლინა,
 ეხლა დროა მე გამომყვე, შენ დაკარგე არსებობა, სამაგიეროდ მე მიპოვე
-არა! არა! შემეშვი...- ფეხზე სწრაფად წამოვხტი, თითქოს რომ არაფერი მტკიოდა,
 უკან დავიხიე და გავიქეცი...გავიქეცი, სად გავიქცეოდი,მას ხომ ვერსად გავექცეოდი,
 ჩემ სიკვდილს, მართალი იყო, დრო იყო ჩემი დრო იყო, მაგრამ ყველაფერი
...ეს ყველაფერი როგორ დამეტოვებინა, ყველაფერი რაც კი ახლოს მქონდა გულთან როგორ დამეტოვებინა.
..მიჭირდა ფიქრი... ძალიან მიჭირდა
-მართალი ხარ... შენ ვერსად გაიქცევი, შენ მე ვერ გამექცევი,ჩვენ ერთნი ვართ,
 უბრალოდ მოდის დრო როცა ამას უნდა შეეგუო...წამოდი
ვერაფერს ვამბობდი, ვერსადაც მივრბოდი, ვერავინ მშველოდა, ვერავინ მხედავდა.
..მე ვერავის ვხედავდი, ქუჩებში ისევ ისეთი მტვერი ტრიალებდა,
 კედლები ინგრეოდა, ხალხი არ ჩანდა, არავინ ჩანდა, მხოლოდ მას ვხედავდი... მივყვებოდი.
როდის ხდება ადამიანი ადამიანი? მაშინ როცა იბადება? როცა მოევლინება ამ ქვეყანას?
 მაშინ როცა პირველ ნაბიჟს დგავს? თუ როცა გადაწყვეტილებას იღებს.
.. მე მივიღე გადაწყვეტილება, სხვა გზა არც მქონდა მგონი
, უკან მივიხედე და მივხვდი რო მე თურმე ადამიანი ვყოფილვარ...
მე ჩემ თავს ვხედავდი, მივდიოდი , ვშორდებოდი..
ჩემ თავს ვშორდებოდი,
 მარტო ვტოვებდი ცივ სხეულს,მარტო ვტოვებდი მტვრიან ქუჩაში.
-რთულია ხო დაშორება...
-რთულია, მომენატრება ახლობელი ადგილები, ხალხი...
-არა შენ თავთან დაშორება
-შენ...- კითხვა მინდოდა, ვიფიქრე საიდან იცის თქო, მერე გამახსენდა,
 ის ხო ჩემი ნაწილი იყო- კი რთულია თან ძალიან
-არ გინდა სიკვდილი... არადა არ გეშინოდა თითქოს არასდროს
-არა... თურმე მეშინოდა, არ მეგონა, რთული ყოფილა, სხვისი უფრო მეშინოდა ვიდრე ჩემი
-ადამიანი, რა უცნაურები ხართ,ყველაფერი სხვისი... სხვისი მოგწონთ,
 სხვა მოგწონთ, სხვისი გშურთ, სხვებს ბაძავთ, სხვას უსმენთ... სიკვდილიც კი სხვისი გეშინიათ...
-მართალი ხარ იცი მაგრამ ყველაფერი უფრო სხვანაირადაა აი მაგა...
 ღმერთო არ მჟერა, რა, ვის, ვის ველაპარაკები, რას ვუხსნი, ჩემ სიკვდილს,
 ველაპარაკები ჩემ სიკვდილს იმაზე თუ როდესმე რა შიში მქონდა. გთხოვ შემეშვი!
არ მინდა შენთან ლაპარაკი...თავი დამანებე, განთავისუფლებ წადი,
 თავისუფალი ხარ, მომცილდი! შემეშვი! გამეცალე აქედან! თავისუფალი ხარ,
 გააკეთე რაც გინდა! თავი დამანებე, ოღონდ თავი დამანებე გთხოვ...გთხოვ...
გთხოვ- გამწარებულს თვალიდან ცრემლები წამსკდა, ტირილი დავიწყე,
 მტვრიან ქუჩაზე ჩავიკეცე და გამწარებული ვქვითინებდი...ვევედრებოდი,წასულიყო,
 როგორ ვევედრებოდი,არასდროს მიტირია ესე მწარედ,
თავი არასდროს მიგრძვნია ესე მარტო და საცოდავად,
 ვერ წარმომედგინა რომ მთელი ჩემი მომავალი, ამას მიქონდა,
 ეს პატარა სიცოცხლე ესე მთავრდებოდა,
 ესე უაზროდ, ისიც კი არ ვიცოდი, იყო კი უაზრო? რისთვის მომივიდა ესე,
არ ვიცოდი... ის კი იდგა, თავთან მედგა და მძიმე, ცივ სუნთქვას არ მაშორებდა,
იც ცოცხლობდა, სუნთქავდა, სიკვდილი ცოცხლობდა,იმისთვის რომ მე მოვეკალი...
არ მჟეროდა, ვტიროდი, მციოდა.
-მძიმე რომ იქნებოდა ვიცოდი, მაგრამ... ადექი, მომეცი ხელი, დროა,ჩვენი წასვლის დროა
-დროა... ეს დრო უკვე დადგა, ეხლა რისი დროა? ცაში უნდა გვფრინდე?
 თუ მიწაში ჩამათრევ?!
ჰაჰაჰა – ცივი! ცივი! ცივი და გამჭოლი სიცილი.
 არა ხარხარი- შენ გგონია რომ ეხლა გავფრინდებით ღრუბლებში?
ან კიდევ შავ ხვრელს გავივლით და მიწაში ჩავძვრებით? მხიარული ადამიანი ხარ,
 უთქვია ადრე ვინმეს? სასაცილო ხარ ძალიან.
-დამცინი?! შენ მე კიდევაც დამცინი? სიცოცხლეს მართმევ...
მოდიხარ უდროო დროს მიმათრევ სადღაც და არც კი მეუბნები სად,
 მეტიც თან დამცინი!...
- ჟერ ერთი რომ მე სიცოცხლე არ წამირთმევია, სიცოცხლემ მოგიყვანა და დაგტოვა...
უბრალოდ თქვენ,ადამიანები ეძახით რატომღაც მთელ განვლილ არსებობას სიცოცხლეს.
 სიცოცხლე გბადებს და გტოვებს, ის გინიშნავს დროს,
როცა მე მოგაკითხავ და წაგიყვან, ხვდები ეხლა?
 არანაირი შავი ხვრელი,არანაირი ღრუბლები და თეთრი ფრთები...
-აბა? აბა სად მივდივართ...სად მივდივართ?
-არ ვიცი...
-რააა? გაიმეორე...გაიმეორე მომესმა?
-არ ვიცი
-ღმერთო მიშველე...სიკვდილია, სიკვდილი და არ იცის სად მივყავარ,
 სიკვდილი მინდა, თუმცა უკვე მოვკვდი მარა მაინც სიკვდილი მინდა საშინელებაა...
არა არა ნამდვილად კოშმარია, ეხლა გამოვფხიზლდები ეს ყველაფერი კოშმარია!,
 კოშმარია!, მძინავს!, მძინავს!...
-გაიღვიძე, გაიღვიძე...გესმის? გესმის ჩემი?
 ყველაფერი კარგადააა გაიღვიზე
-რაა?... სიზმარია, კოშმარია, შემეშვი, წადი დამტოვე,
 დამტოვე... არ მინდა...
-დაწყნარდი, აქა ვარ, მე ვარ ნურაფრის გეშინია,უბრალოდ ცუდი სიზმარი ნახე,
 გამოფხიზლდი, დაფიქრდი და ყველაფერი კარგადაა, ხომ ხედავ...
შემომხედე-თვალი გავახილე, სიცივისგან სულ გაყინული და სველი ვიყავი,
 ფეხებთან თეთრხალათიანი მეჟდა და შუბლზე ცივ ოფლს მწმენდდა.
გული ისე მიცემდა, ცოტაც და ალბათ ამოვარდებოდა,
მეშინოდა ძალიან მეშინოდა, არ ვიცოდი რა ხდებოდა,
არ ვიყავი იქ? აქ ვიყავი? სად ვარ? კოშმარი იყო?
სიზმარი ალბათ?...მეშინოდა, მხლოდ მისი ხმა მესმოდა,მაწყნარებდა...
-რა გესიზმრა ეგეთი?...სულ სველი ხარ,თან სულ გაყინული,
 მოიცა რამე თბილს დაგაფარებ, მოგიტან...
-არა!!! არ წახვიდე...არსად წახვიდე, არ დამტოვო, არ წახვიდე...
არა- ხელებით მაგრად ჩავეჭიდე, არ ვუშვებდი

არსად გავუშვებდი, საშინლად მციოდა,მეშინოდა...
-არსად წავალ,კარგი კარგი, დაწყნარდი...გამოფხიზლდები,
 ყველაფერი დაგავიწყდება,ყველაფერი, გცივა ეხლა,
ალბათ თან გეშინია...გეშინია?
მეშინოდა,მაშინ მეშინოდა...გამოვფხიზლდი და მივხვდი რო სიზმარი იყო...
დავივიწყე, ვეცადე დავივიწყება...
მას შემდეგ თხუთმეტი წელი გავიდა, თხუთმეტი წელი რაც ვიარსებე.
 მე ის მეორეჟერ სწორედ თხუთმეტი წლის შემდეგ ვნახე...
არ გამკვირვებია...აღარც მეშინოდა,მე მზად ვიყავი
-დროა
-დროა
-შენ...
-მე მზად ვარ...
-მაშინ წავედით...
-სად მივდივართ?
-არ ვიცი..

კატეგორია: სასიყვარულო ისტორია | ნანახია: 1043 | დაამატა: surtxa3995 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-05-09, 4:45 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო ვიდეოები [47]
სასიყვარულო ისტორია [11]
სასიყვარულო ლექსი [16]
სასიყვარულო რჩევვა [19]
სასიყვარულო სხვა [7]
სასიყვარულო ტესტი [1]
სასიყვარულო სტატია [8]
სასიყვარულო ჩანახატი [3]
სასიყვარულო სტატუსი [4]
სასიყვარულო სხვა [1]
ოდნოს სტატუსები [5]
ინგლისური სტატუსები [0]
სასაცილო სტატუსები [0]
სწერვა სტატუსები [0]
ბრძნული გამონათქვამები [5]
მამაკაცის გულის მოგების ხერხები [0]
ანეგდოტები [0]
phrases [3]
statusebi [6]
ვიდეოები [0]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტი????
სულ პასუხი: 20
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz
www.wsa.ge