snakee.ucoz.com
 
მთავარი » 2013 » თებერვალი » 10 » როგორ მოვიშოროთ მომაბეზრებელი კავალერი? -
3:56 PM
როგორ მოვიშოროთ მომაბეზრებელი კავალერი? -


ალბათ, ყველა ჩვენგანს ჰქონია ცხოვრებაში მომენტი, როცა სწრაფად და სამუდამოდ
და, მოშორებინა მომაბეზრებელი კავალერი. გთავაზობთ 5 მეთოდს, რომლის მეშვეობითაც მამაკაცში გაჩენილ ცეცხლს მარტივად ჩააქრობთ.
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მამაკაცი ბუნებით მონადირეა და მიუწვდომელი მსხვერპლი მისთვის ყოველთვის სასურველი ნადავლია. ხოლო როგორც კი ის თავის მიზანს მიაღწევს, ინტერესი მაშინვე ქრება.

წესი პირველი – ყურებამდე ხართ მასზე შეყვარებული

მიეცით მამაკაცს საშუალება, რომ იფიქროს, თითქოს თქვენ მასზე უგონოდ ხართ შეყვარებული და რომ მან თავისას უკვე მიაღწია. ამაში დასარწმუნებლად, თქვენ მას გამუდმებით ურეკავთ და გაუთავებლად სწერთ სასიყვარულო წერილებს. ყველა ვერ გაუძლებს ასეთ "სიყვარულს" და მონადირეს მალევე მობეზრდება თავისი ნანადირევი.

წესი მეორე – მოიქეცით არაადეკვატურად

იმისათვის, რომ მამაკაცს დაუკარგოთ თქვენთან ყოფნის სურვილი, უნდა გამოიჩინოთ ცოტაოდენი მსახიობური ოსტატობა. ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ შეაშინოთ თაყვანისმცემელი.

მოიქეცით არაადეკვატურად, გაიცინეთ შეუფერებელ მომენტებში, მოიწყინეთ მხიარულების დროს; ჩაიცვით ისე, რომ მას თქვენს გვერდით ყოფნის რცხვენოდეს. ერთი სიტყვით, თავი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტად მოაჩვენეთ. გვერწმუნეთ, ასეთი მსახიობი ნებისმიერ მამაკაცს დააფრთხობს, რა თქმა უნდა, თუ ისიც იმავე კლინიკის პაციენტი არ არის!

წესი მესამე – იკამათეთ მის მეგობრებთან

ყველა მამაკაცის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს მეგობრები ასრულებენ. ასე რომ, წინ მისი მეგობრების გასაღიზიანებლად!

ძლიერ სქესს არ უყვარს საყვარელი ადამიანისგან მისი მეგობრების მისამართით ნათქვამი ცუდი კომენტარები. სავარაუდოდ, ის თქვენ უფრო ადვილად შეგელევათ, ვიდრე საყვარელ მეგობრებს.

წესი მეოთხე – საშინელი ცხოვრებისეული ისტორია

ხანდახან მამაკაცები საყვარელი ქალის შესახებ ინფორმაციას მისი დაქალების მეშვეობით იგებენ. მაშ, შეამზადეთ თქვენი დაქალები ამისთვის.

მოელაპარაკეთ დაქალებს, მოუყვნენ საშინელი ისტორია თქვენი ცხოვრებიდან. სიუჟეტი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თითქოს სუიციდით იტანჯებით, ხშირად ერთობით ნარკოტიკებით და სხვადასხვა საშიში სენით ავადმყოფობთ. ამის შემდეგ მისი კვალიც გაქრება!

წესი მეხუთე – დაკუნთულ მამაკაცთან მეგობრობა

გაიჩინეთ კუნთმაგარი მეგობარი ბიჭი და ეს ინფორმაცია მომაბეზრებელი კავალერის ყურამდე მიიტანეთ. აუცილებლად უნდა გააგებინოთ ისიც, რომ ამ დაკუნთულ მეგობარს კრიმინალური წარსული ჰქონდა.
კატეგორია: სასიყვარულო რჩევვა | ნანახია: 1208 | დაამატა: surtxa3995 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-05-09, 9:08 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო ვიდეოები [47]
სასიყვარულო ისტორია [11]
სასიყვარულო ლექსი [16]
სასიყვარულო რჩევვა [19]
სასიყვარულო სხვა [7]
სასიყვარულო ტესტი [1]
სასიყვარულო სტატია [8]
სასიყვარულო ჩანახატი [3]
სასიყვარულო სტატუსი [4]
სასიყვარულო სხვა [1]
ოდნოს სტატუსები [5]
ინგლისური სტატუსები [0]
სასაცილო სტატუსები [0]
სწერვა სტატუსები [0]
ბრძნული გამონათქვამები [5]
მამაკაცის გულის მოგების ხერხები [0]
ანეგდოტები [0]
phrases [3]
statusebi [6]
ვიდეოები [0]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტი????
სულ პასუხი: 20
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz
www.wsa.ge