snakee.ucoz.com
 
მთავარი » 2013 » თებერვალი » 10 » როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ხმით
4:09 PM
როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ხმით

ისაუბრეთ შეძლებისდაგვარად მშვიდად და ნელა, თითქოს თქვენი საუბრის ყოველი მომენტი იმდენივე ღირს, რამდენიც დიზაინერის კაბა ბოლო კოლექციიდან

გაზაფხული - ყველაზე შესაფერისი დროა ფლირტისა და მეორე ნახევრის ძიებისთვის. წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს ჩვენი ხმაც კი, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ბევრად სექსუალურად ჟღერს - ეს კი ნახევარი საქმეა (უფრო ზუსტად კი, 40%) საწინააღმდეგო სქესთან წარმატების მისაღწევად.

მოხიბლოთ მამაკაცი ხმით - სავსებით რეალურია, თუ დაიცავთ რამდენიმე წესს.

1. ინტონაცია შინაარსზე მნიშვნელოვანია

გახსოვდეთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ლაპარაკობთ, არამედ ისიც, როგორი ტონით გამოთქვამთ აზრს: ადამიანის ტვინს 0,2 წამი სჭირდება იმისათვის, რომ "გაშიფროს" ნათქვამი სიტყვის შინაარსი, მისი ემოციური "შეფერილობა" კი ბევრად სწრაფად აღიქმება, თითქმის მაშინვე.

ასე რომ, სანამ სიმპათიურ კავალერს ხმას გასცემდეთ, თქვენთვის ჩაილაპარაკეთ: "შენ სექსუალური ხარ, მე სექსუალური ვარ" - ეს იმისათვის, რომ საჭირო ტალღაზე გადაერთოთ.

2. მეტი ეროტიზმი, ნაკლები სიყალბე

სექსუალური აღგზნებულობის დროს, როცა გვერდით მიმზიდველი ადამიანი გვყავს (ეს წესი ორივე სქესის წარმომადგენლებზე ვრცელდება), ჩვენი ხმის ტემბრი ავტომატურად დაბალ ტონალობაში გადადის (ზუსტად ისევე, როგორც ფართოვდება გუგები მაშინ, როცა ჩვენი თანამოსაუბრე დაგვაინტერესებს და მოგვეწონება).

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაშინვე უნდა გადავიდეთ ჩახლეჩილ ბარიტონსა და ოხვრაზე-კვნესაზე. დასაწყისისთვის საკმარისი იქნება, თუ საკუთარ თავს გამოუტყდებით, რომ უარს არ იტყოდით ამ მამაკაცთან ღამის გატარებაზე და მისი მონაწილეობით ყველაზე ცხელ სცენას წარმოიდგენთ.

3. ერთი ამოსუნთქვა ორისთვის

აკონტროლეთ საკუთარი სუნთქვა. აუცილებლად ისუნთქეთ ტაქტში თქვენს ვიზავისთან - გადაეწყეთ მასზე!

4. ნუ გადააქცევთ დიალოგს მონოლოგად

ისაუბრეთ შეძლებისდაგვარად მშვიდად და ნელა, თითქოს თქვენი საუბრის ყოველი მომენტი იმდენივე ღირს, რამდენიც დიზაინერის კაბა ბოლო კოლექციიდან; მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ მხოლოდ... 20 წამი იმისათვის, რომ აზრი გამოთქვათ. სამწუხაროდ, მამაკაცში ბუნებრივი "ტაიმერია" ჩართული. დროის ამოწურვის შემდეგ ის ან შეწყვეტს თქვენს მოსმენას, ან ანერვიულდება და იმაზე დაიწყებს ფიქრს, როდის მორჩებით ლაპარაკს.

არსებობს ერთი "მაგრამ" - მტკივნეულმა ყელმა და შემაწუხებელმა ხველამ შესაძლოა, ყველა თქვენი მონდომება ჩაშალოს და ფლირტის სიამოვნება უსიამოვნებად გადაგიქციოთ (გაზაფხულზე ხომ ყველაზე ადვილია გაციება). ამიტომაც, პირველ რიგში, გაუფრთხილდით თავს, უფრო სწორად - ყელს, რომ თქვენი ხმა ხავერდივით რბილი და სასიამოვნო მოსასმენი იყოს საჭირო დროსა და ადგილზე.
კატეგორია: სასიყვარულო რჩევვა | ნანახია: 1039 | დაამატა: surtxa3995 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-05-09, 10:49 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო ვიდეოები [47]
სასიყვარულო ისტორია [11]
სასიყვარულო ლექსი [16]
სასიყვარულო რჩევვა [19]
სასიყვარულო სხვა [7]
სასიყვარულო ტესტი [1]
სასიყვარულო სტატია [8]
სასიყვარულო ჩანახატი [3]
სასიყვარულო სტატუსი [4]
სასიყვარულო სხვა [1]
ოდნოს სტატუსები [5]
ინგლისური სტატუსები [0]
სასაცილო სტატუსები [0]
სწერვა სტატუსები [0]
ბრძნული გამონათქვამები [5]
მამაკაცის გულის მოგების ხერხები [0]
ანეგდოტები [0]
phrases [3]
statusebi [6]
ვიდეოები [0]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტი????
სულ პასუხი: 20
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz
www.wsa.ge