snakee.ucoz.com
 
მთავარი » 2013 » თებერვალი » 1 » ლიქსები+++
10:46 AM
ლიქსები+++

შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს

შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს
და მენატრება შენი ალერსი
ჩუმად ვიხსენებ იმ მწარე დღეებს
როცა ტიროდი ჩუმ ცივ ღამეში
მე არ მესმოდა შენი ცრემლების
რადგან ვიყავი პატარა ბავშვი
შენ მიხუტებდი უმალვე გულში
და ცრემლს იკლავდი შენ ჩუმად გულში
გავიზარდე და უმალ ვისწავლე
ამ ცხოვრებაში ცრემლების ფასი
ეხლა კი ვხვდები რაზეც ტიროდი
შენ შეგაჩეჩეს ორი ბავშვი
უმამოდ გვზრდიდი გზას გვინათებდი
და გაუძელი ბევრ დაბრკოლებას
უმამოდ გვზარდე ჩვენ ორი მაშინ
როცა გიჭირდა ყველაზე მეტად
და ამავე დროს გულით ატარე
ის სიყვარული რამაც გაგწირა
შენ შეგიყვარდა ისეთი კაცი
რომელმაც ძლიერ გული გატკინა
და დღეს ის დარჩა ჩვენში ფიქრებად
და ამ ფიქრებში მოვიხსენიებთ
დღეს შენ ხარჩვენთვის ის გმირი დედა
რომლის სახელზეც მუდამ ვილოცებთ
შენი შვილებით შენ იმაყებ
ამას გპირდები ლამაზო დედა
შენ გამოზარდე ორი ქართველი
ამიტომ დღეს შენ ხარ გმირი „დედა".



ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ…
შენს ამაგს ვხედავ….
შენს ხოტბას ვბედავ….
ლამაზ თვალებში მე წარსულის სევდასაც ვხედავ
მრავალ მაგალითს სიკეთისას მე ვსწავლობ შენგან….
გთხოვ მაპატიე თუ ხმამაღალ სიტყვას გავბედავ…..
ბოდიშს მოგიხდი ასე საჯაროდ, როგორც გაქებდი….
არ მეწყინება, თუკი ამისთვის წამითაქებდი…
ხელზე გემთხვევი და გამოვითხოვ კურთხევას შენგან…
ყველაზე წრფელად შენ დამლოცავ უფალთან ერთად….
თუ გაწყენინე შენდობას ვითხოვ არ ვმალავ ამას,
ვიბედნიერებ ალბათ, თუ დაგიფასებ ამაგს.
ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ!




მახსოვს პირველად რომ დაგინახე
იყავი ნაზი და მომცინარი
მახსოვს პირველად როგორ შემეხე
მახსოვს პირველი შენი ამბორი…

მე მაშინ მივხვდი, რომ გამიმართლა
ვიგრძნობდი მარად ულევ სიყვარულს
მეც მიხაროდა შენს გვერდით ყოფნა
შენი ტუჩების ნაზი ამბორი…

მახსოვს გვერდით რომ აღარ მყავდი
და შენი სითბო მენატრებოდა
მაშინ შენს პერანგს ჩავიხუტებდი
და ჩემი გულიც დამშვიდდებოდა…



შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…

შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
ნათლით,რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება.
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი,
ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება.
მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია.
შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი…
ვიდრე ცოცხალ ვარ გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი,
შენ ერთადერთი მეახლები ერთგული მცველი!
გშვენის ცალ უღელს,ვაჟკაცური მოუდრეკლობა.
გაგვილამაზე დღენიადაგ ცხოვრების ფარდა…
ვერაფრით შევძლებ შენს წინაშე ვალის გადახდას,
რა გამაჩნია ამ უცოდველ ლექსების გარდა?!
შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი!..



ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს,

ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს,
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ვის ატან შენს ლოცვას ძლიერს?!
ნეტავ სანთელი ვისთვის ანთია?
ან ვისთვის აქრობ მაგ ცრემლით სანთელს?
ვის მისდის ნეტავ გულით ნალოცი,
ვის აძლევს ძალას ვის ეფერება?
ვის უმღერ ნანას ძილის წინ ტკბილი ხმით,
ან ვის ეფერები ტკბილი ხმით?
ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს?
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ამდენ კითხვას რატომ ვსავ?
მე ხომ ვიცი რომ ჩემზედ ლოცულობ
ჩემზედ ამოგდის მზეცა და მთვარეც
მე მიმღერ ღამით ნაზი ტკბილი ხმით
მე მინთებ სანთელს და ცრემლითვე აქრობ
ეხლა მივხვდი ვის ატანშენს ლოცვას ძლიერს.





ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.

ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.
ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.
მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით

ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.
ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.
დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.
არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.

შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და
მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო.
შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და
არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.

უპატიებელს მპატიობ მუდამ.
თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები.
შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა.
მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით.
ესაც ჩემგან!!!!!ავტორი :ბექა დაუთაშვილი:D:):):):)
-უცებ როგორი ნისლი ჩამოწვა არა ჯონ?
-მე , მე ვერ ვხედავ ნისლს ქალბატონო, თქვენ, თქვენ ხომ კარგად ხართ?
- კი ჯონ , აბა რა მეტყობა ახლა მე ცუდად ყოფნის? უბრალოდ შენ ვერ ხედავ ამ სქელ ნისლს , რომელიც შენს სახესაც ფარავს უკვე . იცი რა ლამაზი ნისლია?
-მოდით შინ შევიდეთ ქალბატონო , ფერმკრთალი ხართ, არ გაცივდეთ , სრულიად კანკალებთ.
-არა ჯონ, აქ მინდა ყოფნა, აქ ვგრძნობ რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ , ღმერთო რამდენი ხანია არ მინახავს ასეთი ნისლი .
- ხომ გითხარით ამდენს ნუ ეწევით ქალბატონო , თქვენი ჯანმრთელობა ხომ ძალიან სუსტია..
-კარგი რაა ჯონ გეყოფა ჩემი ჭკუაზე დარიგება, რა აზრი აქვს ახლა ჩემს ჯანმრთელობაზე ფიქრს.,, რა ლამაზია ნისლი იცი? ღოცა ვერაფერს ხედავ შეგიძლია მისი სახე დახატო ვინც ძალიან გენატრება, ისევ არ მოსულა წერილი ჯონ?
-არა ქალბატონო, უკვე 1 თვეა ამ წერილს ელოდებით, და ამ ერთი თვის მანძილზე ერთხელაც არ გიჭამიათ, არ შეიძლება ასე ქალბატონო.
- არა ჯონ , ხომ ხედავ ჯერ ცოცხალი ვარ და ველოდები, განა რამეს აქვს აზრი? ჩვენ ხომ ორივემ ვიცით რომ აღარ მოვა, აღარც წერილი და აღარც ის . . .
-დაველოდოთ ქალბატონო.. გუშინ ქალაქის ფოსტაში ვიყავი ვიფიქრე იქნებ იქ არის რაიმე წერილი, მაგრამ არ დამხვდა..
- მადლობა ჯონ, შენ ძალიან განიცდი ჩემს ამბავს.
-იქნებ მაინც შევიდეთ შინ ქალბატონო, ძალიან გცივათ.
-იცი რა სასიამოვნოა ასე ყოფნა? ვხედავ ნისლს და მესმის მხოლოდ ხმა , იცი რა ხმა? ჩემი გულის ხმა, რომელიც მეუბნება რომ უკვე ძალიან დაიღალა და სურს რომ მალე გაჩერდეს..
- სისულელეს ნუ ამბობთ ქალბატონო , თქვენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი ხართ..
-დამაცადე ჯონ! Kიდევ იცი რას ამბობს ჩემი გული? ის მადლობას გიხდის რომ არასოდეს არ მტოვებ მარტო, რომ იზიარებ ჩემს დარდს და ჩემთან ერთად ელოდები.
-ეს ჩემი ვალია ქალბატონო..
-მაცალე ჯონ! როცა სამსახურში აგიყვანეს შენთვის არავის დაუვალებია ჩემზე ასე ზრუნვა, შენ ჩემთან იყავი როცა ბედნიერი ვიყავი და ახლაც ჩემთან ხარ როცა ვკვდები.
-თქვენ არ კვდებით ქალბატონო! თქვენ არ მოკვდებით! მე არ დავუშვებ ამას!
-სიკვდილს ვერ შეაჩერებ ჯონ, ის უკვე ახლოა. Mხოლოდ წერილის მოსვლას ველოდები და მერე , მერე გადაწყდება წავალ თუ არა.
-ძალიან მალე მოვა წერილი და თქვენ ბედნიერი იქნებით..
-უკვე გადაიყარა ნისლი და გხედავ ჯონ , მოდი შევიდეთ სახლში , მართლა როგორ ცივა, თან ჩაის დავლევ.
მოქმედება საწოლ ოთახში მეორე დილა..
-შეიძლება შემოვიდე ქალბატონო?
-მოდი ჯონ, შემოდი, მე ვეღარ ვდგები, დღეს ბაღში ვეღარ გავალთ სასეირნოდ, ფანჯარა გამოაღე, ჰაერი რომ შემოვიდეს.
-ექიმს ხომ არ დავუძახო ქალბატონო?
-არა ჯონ არა, მოდი აქ, ჩემთან ახლოს დაჯექი და მისი ბოლო წერილი წამიკითხე.
-"ეს შენი გადაწყვეტილებაა და რადგან შენ ასე ფიქრობ სწორია, მართალი ხარ, აღარ შეიძლება ასე გაგრძელება , მე არ ვიცი რა გიპასუხო, ჯერ არაფერი არ ვიცი, ისიც არ ვიცი როგორ მოვიქცევი, ალბათ დრო გვიჩვენებს, დამელოდე..”
-შეწყვიტე ჯონ! Uკვე მეასედ გაკითხებ, და მინდა იმედი დავიჭირო, პაწია იმედი რომ მჯეროდეს,, ველოდები უკვე ერთი თვეა ველოდები, ის, ის არ გამოჩენილა ჯონ ხომ მართალი ვარ ? ხომ იცი რასაც ნიშნავს ის ჩემთვის ჯონ?
-მე რომ რამის შეცვლა შემეძლოს , მივიდოდი და ვეტყოდი რომ თქვენ პატარა მინდვრის ყვავილს გავხართ ქალბატონო, პაწია ყვავილს ,რომელიც მარტო არასდროს არ უნდა დატოვო, რომელსაც უნდა მოუფრთხილდე რადგან ის ძალიან სუსტია და სათუთი, მეც მესმის თქვენი გულის ხმა ქალბატონო, მე მისი ხმა მაშინაც ძალიან კარგად მესმოდა როცა ის აქ იყო , თქვენს გვერდით, თქვენ მაშინ ვარდის ახლადგაშლილ ნამიან კოკორს ჰგავდით , რომელიც სიხარულით ეტრფის მაისის მზეს, ახლა კი ყინვამოსწრებული გვირილასავით ჩამოგიშვიათ ცხვირი, განა ის რომ დაბრუნდეს ასეთი დასუსტებული მოეწონებით?
-შენ რა მართლა გჯერა რომ ის შეიძლება დაბრუნდეს?
-როგორ არ მჯერა, რა თქმა უნდა დაბრუნდება, თქვენ გარეგნულად ხართ ასეთი სუსტი , ისე მე თქვენზე ძლიერი ქალი არასოდეს მინახავს ქალბატონო.
-მაინც რითი ვარ ძლიერი ჯონ? 
-ამხელა სიყვარულის და სევდის დათმენა ყველას როდი შეუძლია ქალბატონო. როდესაც თქვენისთანა ქალს სხვას ამჯობინებენ, ქალს რომელსაც ყველა ეტრფის ქალს რომელიც ყველასთვის საყვარელი და სასურველია , ქალს რომლისგანაც ამხელა სითბო და სიყვარული მოდის სხვაზე გაცვლიან და მიატოვებენ , ასეთი ქალები ამხელა ტკივილს ვერასოდეს უძლებენ , თქვენ, თქვენ კი ითმენთ და ელოდებით.
-განა ამას მოთმენა ქვია ჯონ? ხომ ხედავ უკვე ადგომაც კი აღარ შემიძლია, ლოდინის თავიც აღარ მაქვს..
-და მაინც , თქვენ ელოდებით..
-სიგარეტი მომაწოდე ჯონ ..
Mოქმედება იმავე საღამოს საწოლ ოთახში. . .
-ჯოოოონ ! ჯოონ! შად ხარ??!!
-რამე ხომარ გნებავთ ქალბატონო? აქ ვარ, თქვენ ჩაგეძინათ და მე თავს უფლება მივეცი ცოტა ხნით გავსულიყავი.
-წერილი ხომ არ მოვიდა?
-არა ქალბატონო მაგრამ სულ ცოტაც მოიცადეთ და მოვა.
-ნეტავ მეც შენსავით მჯეროდეს ჯონ. . . ძალიან ცუდად ვარ, სიკვდილი უკვე აქაა, აი იქ დგას ჩემს საწერ მაგიდასთან და ძალიან მალე წამიყვანს ჯონ..
-ექიმს დავუძახებ!
-არა ჯონ! მარტო არ დამტოვო, მეშინია! ძალიან მეშინია, გგონია სიკვდილი არ მინდა? ძალიან მინდა , ძალიან დავიღალე, მაგრამ ახლა მის არაადამიანურ სახეს ვხედავ, ვხედავ როგორ მიყურებს, არ ვიცი რას ელოდება, წეღან ჩემს ჩანაწერებს კითხულობდა და ეღიმებოდა,, მალე წამიყვანს ჯონ, სიგარეტი მომაწოდე თუ შეიძლება.
-მე არ გავატან თქვენს თავს ქალბატონო! არ გავატან!
-რატომ ჯონ? რატომ?
-მე თქვენზე ლამაზი ჯერ არავინ მინახავს, ასეთი ლამაზი სულის და გარეგნობის ქალი , ასეთი ძლიერი , ასეთი ნაზი, ასეთი სათუთი, თქვენ ჩემთვის იდეალური ქალი ხართ, ის, ის კი უბრალოდ ლაჩარია! როგორ მიგატოვათ, როგორ გაცვალა თქვენნაირი მშვენიერი არსება სხვაზე! ის მალე მოვა, ძალიან მალე მოვა ქალბატონო თქვენ უნდა დაუცადოთ, მე ვეღარ მოვითმინე და მივწერე სასწრაფოდ ჩამოსულიყო, მე ვეღარ გავუძელი თქვენი ტანჯვის ყურებას, თქვენ ხომ ასე სუსტად ხართ,.. მე , მე მთელი ცხოვრება თქვენთან ვიქნები, თქვენ მითხარით რომ ჩემთვის არავის დაუვალებია თქვენზე ზრუნვა, როგორ შეიძლება არ იზრუნო იმ ქალზე რომელიც გიყვარს ! მე თქვენ დანახვის პირველი წუთიდან მიყვარხართ და ყველაფერს გავიღებ იმისათვის რომ ბედნიერი გნახოთ! –ჯონმა უცებ თვალი მოკრა ქალის ფერმკრთალ სახეს მის დახუჭულ თვალებს, მას ეძინა, ეძინა , მშვიდი სამუდამო ძილით. . . .

კატეგორია: სასიყვარულო სხვა | ნანახია: 1140 | დაამატა: surtxa3995 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 surtxa3995   (2013-02-01 10:46 AM) [Entry]
biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-05-09, 10:58 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო ვიდეოები [47]
სასიყვარულო ისტორია [11]
სასიყვარულო ლექსი [16]
სასიყვარულო რჩევვა [19]
სასიყვარულო სხვა [7]
სასიყვარულო ტესტი [1]
სასიყვარულო სტატია [8]
სასიყვარულო ჩანახატი [3]
სასიყვარულო სტატუსი [4]
სასიყვარულო სხვა [1]
ოდნოს სტატუსები [5]
ინგლისური სტატუსები [0]
სასაცილო სტატუსები [0]
სწერვა სტატუსები [0]
ბრძნული გამონათქვამები [5]
მამაკაცის გულის მოგების ხერხები [0]
ანეგდოტები [0]
phrases [3]
statusebi [6]
ვიდეოები [0]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტი????
სულ პასუხი: 15
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz
www.wsa.ge