– მიდიხარი – მომიწევს. – დაბრუნდებიი – კი, თუ მოგენატრები. – მჭირდები. – გასაგებია. – მიყვარხარ. – ვიცი... – შენ არ გიყვარვარი – რატომ მეკითხებიი – ცივად მელაპარაკები. – საიდან მოიტანეი – მცივა... – თბილად ჩაიცვი. – შენი სიტყვები მაციებს. – გეყოფა! – გული მტკივა. – გაგივლის... – ჩემი ტკივილი არ გადარდებსი – უაზროდ ნუ ღვრი ცრემლებს. – ნუ ლაპარაკობ ცრემლების გამომწვევ სიტყვებს... – მიყვარხარ, დაწყნარდი. – ეტყობა, ეს სიტყვები არ არის გულით ნათქვამი. – მაბრაზებ! – შენ კი გულს მტკენ. – მივდივარ. – დაბრუნდებიი – კი... – მატყუებ! – წავედი... – იმედია დაბრუნდები... მე გელოდები.!
|