snakee.ucoz.com
 
მთავარი » 2013 » თებერვალი » 10 » თანამედროვე სასიყვარულო ბარათები
3:52 PM
თანამედროვე სასიყვარულო ბარათები

ბიჭმა მხოლოდ 2 წლის შემდეგ - ანუ მაშინ წაიკითხა მისთვის მიძღვნილი ყველა ბარათი, როცა ისინი უკვე დაქორწინებულები იყვნენ და გოგოს დასამალიც არაფერი ჰქონდა.

"ამ მესიჯ-სკაიპობას არანაირი მარილი არ აქვს" ამას წინათ ხელში ჩამივარდა გოგონას დღიური, სადაც ის თავის სასიყვარულო ბარათებს აგროვებდა. 16 წლის ანი შეყვარებულს ხშირად სწერდა წერილს, მაგრამ იშვიათად უგზავნიდა.

ბიჭმა მხოლოდ 2 წლის შემდეგ - ანუ მაშინ წაიკითხა მისთვის მიძღვნილი ყველა ბარათი, როცა ისინი უკვე დაქორწინებულები იყვნენ და გოგოს დასამალიც არაფერი ჰქონდა. აი, რას სწერდა ანი მომავალ მეუღლეს (სტილი დაცულია): ლიკა ქაჯაია "ჩემო სანატრელო, ჩემო თვალისჩინო, ჩემო უებარო წამალო...

მიყვარხარ ძალიან, მიყვარხარ ტკივილამდე, კივილამდე და საერთოდ, ჩემი სხეულის თითოეული კუნთი, შეკრთომა შენ გეკუთვნის... ეს რას ნიშნავს? თავადაც არ ვიცი. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ უზომოდ მენატრები, მაგრამ შენთან დარეკვას, შენს მოკითხვას ვერ ვახერხებ... მერიდება და აზრებიც ამიტომ მაქვს გაფანტული...

ძალიან მინდა, წერილი გამოგიგზავნო, მაგრამ ვიცი, ეს ყველაფერი რომ წაიკითხო, ბევრს დამცინებ, მე კი შენი დაცინვის ისე მეშინია, როგორც არა ჩემი, არამედ შენი სიკვდილის... მიყვარხარ, ტკბილო და იმედია, მალე გამოჯანმრთელდები.
იმედია, შენი მომავალი ვარ..."

***

"ჩემო მესიჯომანო...
ვიცი, ეს ფურცლები, საწერკალამი არ გიყვარს, მაგრამ რა ვქნა, თუ თანამედროვე ტექნიკას არ ვენდობი? ასე, ფურცელზე დაწერილს ვიდრე გამოგიგზავნი, ათასჯერ მაინც წავიკითხავ ხოლმე, მესიჯი კი დაწერისთანავე "მეგზავნება" და ამიტომაცაა, ასე ხშირად რომ მაშაყირებ... ახლა შენთვის იცი, რისი თქმა მინდა? გოგა ხომ იცი, ჩემი ბავშვობის დროინდელი მეგობარი? ჰო, ის, ჩემი ძმაკაცი რომ მეგონა! ჰმ, სიყვარული ამიხსნა! ვიცი, ეს რომ გითხრა, ამ ფურცელს გადააყლაპებ და ამიტომაც იძულებული ვარ, სიმართლე დაგიმალო...

ეჰ, ნეტავ იცოდე, ახლა როგორ მტკივა გული. ალბათ ჩემ გვერდით რომ იყო, ეს ტკივილიც დამიამდებოდა, მაგრამ ახლა ლექციაზე ზიხარ და ვიცი, ჩემთვის არ გცხელა...
კარგო, ნურაფრის შეგეშინდება. ხომ იცი, შენს გარდა არავინ მინდა..."

***

"იცი, ახლა რა ხდება ჩემს გულში?.. იმ გოგოსთან ერთად დაგინახე, რომელსაც სიამოვნებით გავპუტავდი. ჰო, გავპუტავდი და იცი, რატომ? იცის, რომ შეყვარებული გყავს და მაინც, ზედ გახტება. აუფ, ვერ ვიტან ასეთ გოგოებს... ვეჭვიანობ, ვეჭვიანობ, ვეჭვიანობ და შენზეც გაბრაზებული ვარ - რატომ აძლევ უფლებას თავბრუ დაგახვიოს?.."

"ვაუ, დღეს დედაშენი შემხვდა და ისე გამიღიმა, მივხვდი, - რაღაც იცოდა. მეც გავუღიმე და გავიფიქრე: მაცალე, მალე შენი რძალი გავხდები და მერე გაგაღიმებ-მეთქი (ეს ისე, ხუმრობით...)! ისე, ერთი სული მაქვს, ცოლობა მთხოვო, მაგრამ ამ საკითხზე რომ არაფერს ამბობ? არადა, არც შენ ხარ პატარა და მეც უკვე სკოლას ვამთავრებ... იქნებ სულაც არ გინდა ჩემი ცოლად შერთვა? მგონი, დღეს ცუდ ფეხზე ავდექი. ჰმ, ახლა ჯობია, რამე კარგი მესიჯი გამოგიგზავნო, თორემ ძალიან "დავიგრუზე".
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ..."

"დღეს საოცრება მოხდა: შენი სასიყვარულო ბარათი ფოსტით მომივდა. ვაი, მგონი ცხელება მჭირს და რაღაც მელანდება... ეს ჩემი პასუხია: "გაოგნებული ვარ შენი სიურპრიზით. ასეთ რამეს ნამდვილად არ მოველოდი. იცი, რომ სიყვარულის ახსნის ასეთ ფორმაზე ვგიჟდები და სიურპრიზიც მომიწყვე.

დიდი მადლობა ამისთვის. შენ იცი, რომ მე ამ საუკუნეში შემთხვევით დავიბადე. მე უნდა დავბადებულიყავი XIX-XX საუკუნის მიჯნაზე, როცა სამყარო უფრო რომანტიკული იყო. ახლა ტექნოლოგიებმა ყველაფერი ააყირავა, ყველაფერი გაუბრალოვდა და ამ მესიჯ-სკაიპობასაც არანაირი მარილი არა აქვს (ყოველ შემთხვევაში, მე მუღამი ვერ დავუჭირე).

ახლა, როცა ჩემ გამო კალამიც კი აიღე ხელში და წერილი ფოსტით გამომიგზავნე, მივხვდი, ნამდვილად გიყვარვარ!
გკოცნი, გკოცნი, გკოცნი, ჩემო თვალხატულა ვაჟკაცო!"

ანის დღიურში შეუნახავს შეყვარებულის მიერ მოწერილი წერილიც:

"ჩემო პატარავ, ჩემო პაწკუ, ვიცი, ეს წერილი გაგაკვირვებს, მაგრამ მინდოდა, შენთვის დაბადების დღეზე სიურპრიზი მომეწყო და იმედია, ამით მაინც გაგახარებ. ჩემო ცოტა ძველმოდურო, მაგრამ მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზო, ტკბილო, სიგიჟემდე მიყვარხარ და მერწმუნე, სულ მალე ჩემი გახდები...

შენ ხარ ის ქალი, ვის გვერდითაც თავს ყოველთვის საუკეთესოდ ვგრძნობ და იმედია, შენც ბედნიერი იქნები ჩემთან. სხვა რაღა მოგწერო? საღამოს გნახავ. გკოცნი ძალიან, ძალიან ბევრს. იმდენს, რამდენის კოცნასაც ვერასდროს გიბედავ. მეშინია, არ შემომადნე..."

***


"გუშინ სკოლის ბანკეტზე იცი, რა მოხდა? იმ ჩემმა ყოფილმა ძმაკაცმა ლამის მომიტაცა. რომ არა მერაბი, ახლა მისი ცოლი ვიქნებოდი... მადლობა ღმერთს, მე ისევ შენ გეკუთვნი.

სხვას ვერაფერს მოგწერ, რადგან ისევ ვნერვიულობ, შოკიდან ვერ გამოვედი... უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ მერაბის წინაშე ვალდებულება გაკისრია, მას მადლობა უნდა გადაუხადო.
მიყვარხარ, ტკბილო!"

***


"სიხარულისგან შეიძლება, გული გამისკდეს. დღეს ხელი მთხოვე, მე სულელმა კი ვერ გიპასუხე. ჰოდა, ისეთი კეთილშობილი ხარ, რომ მოსაფიქრებლად დრო მომეცი. ახლა გეტყვი, რაც ვიგრძენი იმ წუთას: გული შემეკუმშა, ხმა ვერ ამოვიღე, თორემ სინამდვილეში, მინდოდა მეყვირა, - თანახმა ვარ, თუნდაც ამ წამს გამოგყვე ქვეყნის დასალიერში-მეთქი... არ ვიცი, ამის თქმას ხვალ როგორ მოვახერხებ, მაგრამ შევეცდები, სიტყვებს თავი მოვუყარო... ხელი მიკანკალებს და ეს ჩემს ნაწერსაც ეტყობა... მიყვარხარ, ჩემო მომავალო ქმარო!"

***


"ჩემო დღიურო, ყოველთვის გამახსენებ იმ დღეებს, როცა შეყვარებულს სასიყვარულო ბარათებს ვწერდი. შენთან დიდი გული მქონდა, თორემ ხომ იცი, პირისპირ სათქმელს ვერასდროს ვეუბნებოდი, სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი ხოლმე... ახლა სხვანაირად მოვიქცევი: მე ხომ უკვე ქალი ვარ, მყავს საყვარელი მეუღლე და ალბათ, მალე შვილიც მეყოლება და სასიყვარულო ბარათების დასაწერადაც ვეღარ მოვიცლი. შენ ნამდვილი მეგობრობა გამიწიე. დიდი მადლობა ამისთვის..."

***


"დღეს მან ხელში ჩაგიგდო და ყველა ჩემი წერილი წაიკითხა... იცი, რამდენი იცინა? "გამიტყდა", მაგრამ მერე მივხვდი, რომ სულ ტყუილად: შენ კიდევ ერთხელ მიახვედრე, რომ სიგიჟემდე მიყვარს... თუმცა, გოგას ამბავიც გაიგო და დარწმუნებული ვარ, ახლა მისი ცოლი რომ არ ვიყო, ცოცხლად გაატყავებდა... იმედია, მათ შორის ცუდი არაფერი მოხდება..."

P.S. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი წერილების წერით თავს არ იწუხებს. ჩვენ, XXI საუკუნის შვილებს კალმის ხელში აღებას გვირჩევნია, მესიჯი გავგზავნოთ, მაგრამ მერწმუნეთ, კალამს და ფურცელსაც თავისებური ხიბლი აქვს და თუ ანის მსგავსად, დღიურის წერას გადაწყვეტთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით...
კატეგორია: სასიყვარულო ისტორია | ნანახია: 1065 | დაამატა: surtxa3995 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 KaylaBew   (2024-03-10 5:17 PM) [Entry]
Hello, did you receive my offer?
from2325214cv https://google.com

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-05-09, 8:56 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო ვიდეოები [47]
სასიყვარულო ისტორია [11]
სასიყვარულო ლექსი [16]
სასიყვარულო რჩევვა [19]
სასიყვარულო სხვა [7]
სასიყვარულო ტესტი [1]
სასიყვარულო სტატია [8]
სასიყვარულო ჩანახატი [3]
სასიყვარულო სტატუსი [4]
სასიყვარულო სხვა [1]
ოდნოს სტატუსები [5]
ინგლისური სტატუსები [0]
სასაცილო სტატუსები [0]
სწერვა სტატუსები [0]
ბრძნული გამონათქვამები [5]
მამაკაცის გულის მოგების ხერხები [0]
ანეგდოტები [0]
phrases [3]
statusebi [6]
ვიდეოები [0]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტი????
სულ პასუხი: 15
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz
www.wsa.ge