snakee.ucoz.com
 
მთავარი » სასიყვარულო ლექსი
 
 
     მე,შენ და ბავშვი..
 
 
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიანი
ერთი ოთახის ამარა დავრჩით...
ჩვენს სახლს,ძვირფასო, სამი კარი აქვს, სამი ფანჯარა...
მე, შენ და ბავშვი...
მე ,შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით...
ჩენ გავმრავლდებით და გავიზრდებით
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც,
კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს ,
პატიოსნება ურდულად ადევს
Attachments:
Category: სასიყვარულო ლექსი | Views: 1294 | Added by: surtxa | Date: 2013-01-08 | Comments (0)
                 მიდიხარი
 
– მიდიხარი
– მომიწევს.
– დაბრუნდებიი
– კი, თუ მოგენატრები.
– მჭირდები.
– გასაგებია.
– მიყვარხარ.
– ვიცი...
– შენ არ გიყვარვარი
– რატომ მეკითხებიი
– ცივად მელაპარაკები.
– საიდან მოიტანეი
– მცივა...
– თბილად ჩაიცვი.
– შენი სიტყვები მაციებს.
– გეყოფა!
– გული მტკივა.
– გაგივლის...
– ჩემი ტკივილი არ გადარდებსი
– უაზროდ ნუ ღვრი ცრემლებს.
– ნუ ლაპარაკობ ცრემლების
გამომწვევ სიტყვებს...
– მიყვარხარ, დაწყნარდი.
– ეტყობა, ეს სიტყვები არ არის
გულით ნათქვამი.
– მაბრაზებ!
– შენ კი გულს მტკენ.
– მივდივარ.
– დაბრუნდებიი
– კი...
– მატყუებ!
– წავედი...
– იმედია დაბრუნდები...
მე გელოდები
Attachments:
Category: სასიყვარულო ლექსი | Views: 881 | Added by: surtxa | Date: 2013-01-08 | Comments (0)

 


გარეთ გავედი და დავინახე

გარეთ გავედი და დავინახე,
ხეზე ფოთლებს თოვლი რომ ათოვს,
შიგნით შემოვედი და შევამჩნიე,
შენი მზერა ჩემს გულს რომ ათბობს

და გამახსენდა ის სიყვარული
ვარდისფერ ცაზე ღრუბელს რომ აქრობს,
აღარ გაგრძელდეს ნეტა ეს წუთი
და შენი მზერა დამრჩეს სულ ახლოს.

მაგრამ ვიცი რომ არ შეჩერდება
ეს მშვენიერი წამი ლამაზი
მაგრამ მე მაინც გამახსენდება
ერთობ მშვენიერ დილის დასაწყის



Attachments:
Category: სასიყვარულო ლექსი | Views: 860 | Added by: surtxa | Date: 2013-01-06 | Comments (0)



 

********************


ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის

და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება 

მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

Attachments:
Category: სასიყვარულო ლექსი | Views: 1133 | Added by: surtxa | Date: 2013-01-06 | Comments (0)
********************

მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და სიგიჟე ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,

აი ეს არის მწარე სიმართლე...

********************

მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.

აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა


Attachments:
Category: სასიყვარულო ლექსი | Views: 1072 | Added by: surtxa | Date: 2013-01-06 | Comments (0)



მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის ,
როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა...
მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა ,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან.....სიყვარული დაგაკლდეს როცა ,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ.
მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის ,
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა ,

მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.

---------------------------------

ვერ ვიძინებ იმიტომ,
რომ შენზე ვფიქრობ.
შენზე ვფიქრობ იმიტომ,
რომ მენატრები.
მენატრები იმიტომ,
რომ კარგი ხარ და…
კარგი ხარ და
უსაშველოდ მედარდები.
მედარდები იმიტომ,
რომ ძლივს გიპოვე.
გიპოვე და,
დასაკარგად მენანები.
მოდი ჩემთან,
შემოაღე გულის კარი…
მონატრებავ,
უსაშველოდ მენატრები




Attachments:
Category: სასიყვარულო ლექსი | Views: 1368 | Added by: surtxa | Date: 2013-01-06 | Comments (0)
« 1 2
სამშაბათი, 2024-05-14, 10:49 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო ვიდეოები [47]
სასიყვარულო ისტორია [11]
სასიყვარულო ლექსი [16]
სასიყვარულო რჩევვა [19]
სასიყვარულო სხვა [7]
სასიყვარულო ტესტი [1]
სასიყვარულო სტატია [8]
სასიყვარულო ჩანახატი [3]
სასიყვარულო სტატუსი [4]
სასიყვარულო სხვა [1]
ოდნოს სტატუსები [5]
ინგლისური სტატუსები [0]
სასაცილო სტატუსები [0]
სწერვა სტატუსები [0]
ბრძნული გამონათქვამები [5]
მამაკაცის გულის მოგების ხერხები [0]
ანეგდოტები [0]
phrases [3]
statusebi [6]
ვიდეოები [0]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტი????
სულ პასუხი: 15
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz
www.wsa.ge