მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის , როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა... მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა , როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის. მინატრე ყველგან.....სიყვარული დაგაკლდეს როცა , როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი , როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ. მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის , მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა ,
მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.
--------------------------------- ვერ ვიძინებ იმიტომ, რომ შენზე ვფიქრობ. შენზე ვფიქრობ იმიტომ, რომ მენატრები. მენატრები იმიტომ, რომ კარგი ხარ და… კარგი ხარ და უსაშველოდ მედარდები. მედარდები იმიტომ, რომ ძლივს გიპოვე. გიპოვე და, დასაკარგად მენანები. მოდი ჩემთან, შემოაღე გულის კარი… მონატრებავ, უსაშველოდ მენატრები
|