– მიდიხარი
– მომიწევს.
– დაბრუნდებიი
– კი, თუ მოგენატრები.
– მჭირდები.
– გასაგებია.
– მიყვარხარ.
– ვიცი...
– შენ არ გიყვარვარი
– რატომ მეკითხებიი
– ცივად მელაპარაკები.
– საიდან მოიტანეი
– მცივა...
– თბილად ჩაიცვი.
– შენი სიტყვები მაციებს.
– გეყოფა!
– გული მტკივა.
– გაგივლის...
– ჩემი ტკივილი არ გადარდებსი
– უაზროდ ნუ ღვრი ცრემლებს.
– ნუ ლაპარაკობ ცრემლების
გამომწვევ სიტყვებს...
– მიყვარხარ, დაწყნარდი.
– ეტყობა, ეს სიტყვები არ არის
გულით ნათქვამი.
– მაბრაზებ!
– შენ კი გულს მტკენ.
– მივდივარ.
– დაბრუნდებიი
– კი...
– მატყუებ!
– წავედი...
– იმედია დაბრუნდები...
მე გელოდები