snakee.ucoz.com
 
მთავარი » 2013 » იანვარი » 31 » ხარ თუ არა შეყვარებული?...
12:09 PM
ხარ თუ არა შეყვარებული?...


ბევრ შეყვარებულ ადამიანს ეპარება ეჭვი თავის გრძნობებში. ზოგს ჰგონია, რომ მას „ის" უყვარს, ზოგსაც პირიქით, თვლის, რომ არ უყვარს და ეს სულ სხვა რამ არის, ვიდრე სიყვარული.

როგორ უნდა მიხვდეს ქალი, რომ ის შეყვარებულია? ამისთვის საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და გაუთავებელი ფიქრი არ არის საკმარისი. სიყვარული ხომ უმეტესწილად საქმით გამოიხატება ვიდრე სიტყვებით? არსებობს ფსიქოლოგების მიერ ჩამოთვლილი მოქმედებების სია. თუ თქვენ ამ მოქმედებების ავტორი ხშირად ხართ საყვარელ ადამიანთან მიმართებაში, ერთი წუთითაც ნუ შეგეპარებათ ეჭვი, რომ შეყვარებული ხართ.

მთავარი მამხილებელი მისი დანახვის დროს გაკეთებული „უაზრო" მიმიკები, სახის ფერის შეცვლა და დაბნეული საუბარია.

მის დანახვაზე თუ მოუსვენრობა გემართება, წინასწარ დალაგებული ტექსტი ისევ გერევათ და იბნევით, ეს უკვე ბევრის მთქმელია.

თუ მის გარემოცვაში, ან მასთან ინაზებით, ცდილობთ კარგი გამოჩნდეთ, არ საუბრობთ ბევრს, როცა მეგობრებთან რადიკალურად განსხვავებული ხართ, უნდა ჩათვალოთ, რომ ის თქვენთვის განსაკუთრებულია. კითხვა „ნეტა როგორ გამოვიყურები?" სულ თავში გიტრიალებთ, როცა მასთან შესახვედრად ემზადებით და მასთან ერთად ხართ – მიანიშნებს, რომ თქვენ ის გიყვართ.

სიყვარულის გამოვლინებაა ისიც, რომ სხვა მამაკაცებთან (თუნდაც უცნობებთან) თამამი ხართ, თავისუფლად ხუმრობთ, არ გეშინიათ, რომ მათ რაიმე ეწყინებათ. მასთან კი ფიქრობთ თვითოეულ სიტყვაზე „ვთქვა თუ არა?, რომ ეწყინოს?" თუ ამ ვითარებაში ხართ, სერიოზულად არის საქმე.

სიყვარულის „სიმპტომია" თუ მის გვერდით სხვა გოგო შეამჩნიეთ, (ნებისმიერი, ლამაზი, თუ ნაკლებად ლამაზი) ეჭვიანობთ და სხვა მიზეზი რომ არ გაქვთ, ისე გიფუჭდებათ ხასიათი.

თუკი მასთან საუბრის შემდეგ, იწყებთ დიალოგის გაანალიზებას. უკვირდებით რა გითხრათ, რა უპასუხეთ. გახსენდებათ, რომ რაღაცაზე უადგილოდ გაგეცინათ, ბრაზდებით და ძალიან ნანობთ თქვენ მიერ ამ უნებლიედ დაშვებულ შეცდომას, გეტყვით რომ ასე მხოლოდ შეყვარებული ქალები იქცევიან.

როდესაც მიდიხართ იქ, სადაც ის გეგულებათ, თქვენ საგულდაგულოდ არჩევთ რა ჩაიცვათ, როგორი მაკიაჟი გაიკეთო, მიდიხარ სალონში და ყველანაირად ცდილობთ გახდეთ „მის მომხიბვლელობა", ადგილზე მისვლამდე კი მისასალმებელ ტექსტს რამდენჯერმე იმეორებთ, ეს დიდი სიყვარულის ნიშანია.

შეყვარებულ ქალს ყოველთვის აინტერესებს შემდეგი: ყურადღებით უსმენს და აინტერესებს ყველაფერი, ვინც ერთ სიტყვას მაინც იტყვის „მასზე", აინტერესებს ვინ არიან მისი მშობლები, ვის ხვდებოდა ადრე, ვინ არიან მისი მეგობრები და ა.შ.

ბოლო ეტაპი კი ასეთა: აქტიურად იწყებთ სიარულს მკითხავებთან, უაზროდ შლით ბანქოს ქაღალდს მის სახელზე და თუ ამოგივიდათ „შენ ის მიგატოვებს", მაშინ ხელახლა იწყებთ ბანქოს გაშლას მანამ, სანამ არ ამოვა – „ის შენი ბედია სიკვდილამდე".

ამასთან, როგორც კი, გაიგებთ მისი ზოდიაქოს ნიშანს, მაშინვე აკვირდები ეწყობით თუ არა ერთმანეთს. ზოგჯერ წარმოიდგენთ კიდეც, თუ როგორ გკოცნის და გეფერება, თუმცაღა ის დღესდღეობით მხოლოდ გიღიმის. როდესაც შემთხვევით ან შეგნებულად ის ხელზე გეხება, ჟრუანტელი გივლის და ისეთ სითბოს გრძნობ, რომ გინდა ეს წამი სამუდამოდ გააჩერო.

თუკი ამ „სიმპტომებიდან" რამდენიმე მაინც აღგენიშნებათ, თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენ უგონოდ შეყვარებული ხართ „მასზე".
კატეგორია: სასიყვარულო სხვა | ნანახია: 1107 | დაამატა: surtxa3995 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-05-09, 11:36 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო ვიდეოები [47]
სასიყვარულო ისტორია [11]
სასიყვარულო ლექსი [16]
სასიყვარულო რჩევვა [19]
სასიყვარულო სხვა [7]
სასიყვარულო ტესტი [1]
სასიყვარულო სტატია [8]
სასიყვარულო ჩანახატი [3]
სასიყვარულო სტატუსი [4]
სასიყვარულო სხვა [1]
ოდნოს სტატუსები [5]
ინგლისური სტატუსები [0]
სასაცილო სტატუსები [0]
სწერვა სტატუსები [0]
ბრძნული გამონათქვამები [5]
მამაკაცის გულის მოგების ხერხები [0]
ანეგდოტები [0]
phrases [3]
statusebi [6]
ვიდეოები [0]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტი????
სულ პასუხი: 11
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz
www.wsa.ge