snakee.ucoz.com
 
მთავარი » 2013 » იანვარი » 06

 


გარეთ გავედი და დავინახე

გარეთ გავედი და დავინახე,
ხეზე ფოთლებს თოვლი რომ ათოვს,
შიგნით შემოვედი და შევამჩნიე,
შენი მზერა ჩემს გულს რომ ათბობს

და გამახსენდა ის სიყვარული
ვარდისფერ ცაზე ღრუბელს რომ აქრობს,
აღარ გაგრძელდეს ნეტა ეს წუთი
და შენი მზერა დამრჩეს სულ ახლოს.

მაგრამ ვიცი რომ არ შეჩერდება
ეს მშვენიერი წამი ლამაზი
მაგრამ მე მაინც გამახსენდება
ერთობ მშვენიერ დილის დასაწყის



Attachments:
Category: სასიყვარულო ლექსი | Views: 856 | Added by: surtxa | Date: 2013-01-06 | Comments (0)
... კითხვის გაგრძელება » )?-->

ადამიანებისადმი ღირსეული მოპყრობა – ყოველგვარ ცოდნაზე მაღლაა.
ძველი ებრაული
ადამიანებიც პირუტყვებივით არიან: დიდები პატარებსა სჭამენ და პატარები
კი იკბინებიან.
ფრანსუა ვოლტერი

ადამიანებს არ შეუძლიათ თავიდან აიცილონ სიკვდილი, უმეცრება,
უბედურება, მაგრამ ისინი ცდილობენ არ იფიქრონ ყოველივე ამის შესახებ და ამ
გზით მაინც ეზიარონ ბედნიერებას.
ბლეზ პასკალი

ადამიანებს არათუ ავიწყდებათ სიკეთე და შეურაცხყოფა, არამედ
სიძულვილით იმსჭვალებიან კეთილმყოფელებისადმი და სიძულვილი უქრებათ
შეურაცხმყოფელთა მიმართ. სიკეთე სიკეთის წილ და ბოროტება ბოროტების წილ
მიაჩნიათ მონობად და დასჯისადმი მორჩილებად.
ლაროშფუკო

ადამიანებს ბუნებით აქვთ მინიჭებული მეგობრობისადმი მიდრეკილება,
რამეთუ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთს იბრალებენ და ხელშეწყობით
ერთმანეთისათვის სარგებლობა მოაქვთ და რაკი ეს ესმით, ერთურთის მიმართ
მადლიერებითაც არიან გამსჭვალული; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მტრობისაკენ
მისწრაფებაც აქვთ თანდაყოლილი, რადგან, თუ რასმე მშვენიერ და ამავე დროს
სასიამოვნო საგნად ჩათვლიან, მის გამო ბრძოლას იწყებენ, ხოლო თუ ამ საგანზე
სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯიბრი და რისხვა
სწორედ რომ მტრობის მაუწყებელია, მომხვეჭელობის სიყვარულიც შუღლსა და
ქიშპობას იწვევს, ხოლო შური მუდამ ზიზღის საბაბი ხდება.
სოკრატე

ადამიანებს ერთმანეთის არც გარეგნობა მოსდით თვალში და არც საქციელი.
სხვისი მოქმედება, ყოფაქცევა, აზრები, გამოთქმები, არაფერი ეპიტნავებათ, არაფერი
აკმაყოფილებთ. ერთი რაღაცას ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: ბრძნული გამონათქვამები | Views: 1027 | Added by: surtxa | Date: 2013-01-06 | Comments (1)
... კითხვის გაგრძელება » )?-->


ადამიანები, რომელნიც მოსურნენი არიან გამორჩეულნი იყვნენ, უნდა
ეცადნენ სახელის მოუხვეჭავად არ გალიონ ცხოვრება, მსგავსად სტომაქის მორჩილი
მიწისკენ დახრილი პირუტყვისა. ცხოვრება, რომელსაც შევხარით, მოკლეა და უნდა
შესძლო – რაც შეიძლება ხანგრძლივი ხსოვნა დასტოვო შენზე. მით უფრო, რომ
დიდება, რასაც სიმდიდრე და სილამაზე იძლევა, ხანმოკლეა და არამყარი,
სახელოვნება კი ბრწყინვალე და სამუდამო მონაპოვარია.
გაიუს სალუსტიუს კრისპური

ადამიანები, რომლებსაც მუდამ არ სცალიათ, ჩვეულებრივად არაფერს
აკეთებენ.
გეორგ კრისტოფ ლიხტენბერგი

ადამიანები, რომლებიც ეძლევიან თავიანთ ვნებებს, ანდა თავს აძარცვინებენ
სულიერ მღელვარებას, ვერასოდეს შეჰქმნიან რასმე ღირებულს. ისინი მხოლოდ
ცხოვრებისათვის იცოცხლებენ.
ძმები გონკურები

ადამიანები სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს!
გაბრიელ გარსია მარკესი

ადამიანები ჩვეულებრივ საქმით წინააღმდეგობას უფრო ადვილად იტანენ,
ვიდრე სიტყვით წინააღმდეგობას.
ვოლფრამ ეშენბახი

ადამიანების მიმართ არ შეიძლება სინამდვილიდან აღებული კერძო
მაგალითებით საერთო დასკვნების გამოტანა. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მხოლოდ
იმიტომ, რომ ადამიანი-მოაზროვნე არსებაა, ყოველთვის აზრიანად იმოქმედებს,
ანდა, რომ რაიმე ჟინით შეპყრობილი, თავის მოქმედებაში უცვლელად და
თანამიმევრულად იხელმძღვანელებს მხოლოდ იმით. არა. მიუხედავად იმისა, რომ
ყოველ ჩვენგანში არსებობს რაღაც მთავარი ზამბარა, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს
ყველაფერი – დანარჩენი, არსებობს კიდევ უთვალავი რაოდენო ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: ბრძნული გამონათქვამები | Views: 1043 | Added by: surtxa | Date: 2013-01-06 | Comments (0)
... კითხვის გაგრძელება » )?-->


გრძნობინეთ ბავშვს, რომ გიყვართ და მაშინ ნახავთ, რომ საჭირო არ არის

ცემა-ტუქსვა, რადგან თქვენი სიყვარული გამოიწვევს მის სიყვარულსაც.
ვილჰელმ გრიმი

ადამიანად გავწალდოთ ტყისკაცი ცხრათავიანი, შევიწყნაროთ და გავრანდოთ,
გავზარდოთ ადამიანი!
მურმან ლებანიძე

ადამიანზე ჯერ არავის უთქვამს უფრო საპატიო სიტყვები, ვიდრე: "თავად
განსაზღვრე თავი შენი", რაც კანტის ფილოსოფიის ქვაკუთხედია. თვითგანსაზღვრის
ეს დიადი იდეა თავს დაგვნათის და ირეკლება ბუნების იმ მოვლენებში, რომლებსაც
სილამაზეს ვუწოდებთ.
ფრიდრიხ შილერი
ადამიანებზე, რომლებიც გაიძვერულად გვექცევიან, იმიტომ ვბრაზობთ, რომ
მათ ჩვენზე ჭკვიანად მიაჩნიათ თავი.
ფრანსუა დე ლაროშფუკო

ადამიანებთან ურთიერთობა გვაბედნიერებს და გვაუბედურებს კიდეც.
ნიკოლაუ ზომბარტი

ადამიანები ბერდებიან, მაგრამ სრულად ვერ მწიფდებიან.
ალფონს დოდე

ადამიანები და არა კედლები ჰქმნიან ქალაქს.
ჩინური ანდაზა

ადამიანები ეკლესიაში ხშირად მოდიან გასაჭირის გამო ან ავადმყოფობისგან
განკურნების სურვილით, ან, თუნდაც, სხვათა მიბაძვით, მაგრამ მათში თუ
ჭეშმარიტმა სინანულმა არ გაიღვიძა და ღვთისადმი ჩვენი დამოკიდებულება ამ
გრძნობას არ დაეფუძნა, რწმენა მალე გაფერმკრთალდება და ასეთნი ეკლესიიდანაც
თავიანთი ნებით განდგებიან.
ილია II

ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თვითოეულის გული და სულისთქმა
რომ დაფარული არ იყოს.
იმანუელ კანტი

ადამიანები ერთმანეთში დიდხანს ვერ მორიგდებოდნენ, თუ რომ ერთმანეთს
არ ატყუებდნენ.
ლაროშფუკ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments:
Category: ბრძნული გამონათქვამები | Views: 1755 | Added by: surtxa | Date: 2013-01-06 | Comments (2)



 

********************


ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის

და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება 

მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

Attachments:
Category: სასიყვარულო ლექსი | Views: 1127 | Added by: surtxa | Date: 2013-01-06 | Comments (0)
********************

მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და სიგიჟე ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,

აი ეს არის მწარე სიმართლე...

********************

მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.

აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა


Attachments:
Category: სასიყვარულო ლექსი | Views: 1064 | Added by: surtxa | Date: 2013-01-06 | Comments (0)



მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის ,
როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა...
მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა ,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან.....სიყვარული დაგაკლდეს როცა ,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ.
მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის ,
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა ,

მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.

---------------------------------

ვერ ვიძინებ იმიტომ,
რომ შენზე ვფიქრობ.
შენზე ვფიქრობ იმიტომ,
რომ მენატრები.
მენატრები იმიტომ,
რომ კარგი ხარ და…
კარგი ხარ და
უსაშველოდ მედარდები.
მედარდები იმიტომ,
რომ ძლივს გიპოვე.
გიპოვე და,
დასაკარგად მენანები.
მოდი ჩემთან,
შემოაღე გულის კარი…
მონატრებავ,
უსაშველოდ მენატრები




Attachments:
Category: სასიყვარულო ლექსი | Views: 1363 | Added by: surtxa | Date: 2013-01-06 | Comments (0)
შაბათი, 2024-04-27, 10:31 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო ვიდეოები [47]
სასიყვარულო ისტორია [11]
სასიყვარულო ლექსი [16]
სასიყვარულო რჩევვა [19]
სასიყვარულო სხვა [7]
სასიყვარულო ტესტი [1]
სასიყვარულო სტატია [8]
სასიყვარულო ჩანახატი [3]
სასიყვარულო სტატუსი [4]
სასიყვარულო სხვა [1]
ოდნოს სტატუსები [5]
ინგლისური სტატუსები [0]
სასაცილო სტატუსები [0]
სწერვა სტატუსები [0]
ბრძნული გამონათქვამები [5]
მამაკაცის გულის მოგების ხერხები [0]
ანეგდოტები [0]
phrases [3]
statusebi [6]
ვიდეოები [0]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტი????
სულ პასუხი: 20
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz
www.wsa.ge