ბევრი რომ არ გავაგრძელო,ჩემი თვალების ამბავი ყველას გაუხარდა და რა თქმა
უნდა ჩემი და გიოს ამბავიც.ქორწილის დღე დავთქვით.მე და თეო კაბის
შესარჩევად წავედით. ძალიან პრეტენზიული ვიყავი.ბოლოს ერთი კაბა
შევარჩიე და გავისინჯე.გასახდელიდან გამოვედი და სარკის წინ ტრიალი
დავიწყე.სწორედ ამ დროს ვიტრინიდან დაჯინებული მზერა ვიგრძენი,თავი ნელე
გავატრიალე და ალექსანდრეს აცრემლებულ თვალებს შევეჩეხე. _ნათ ეს კაბა ძალიან გიხდება!ნათ რას უყურებ?!_ჩამაცივდა თეო და მზერა იქ მიმართა საითკენაც მე დაჟინებით ვიხედებოდი. _თეო ალექსანდრე_გამოვცერი მე სწორედ ამ დროს ალექსანდრე მაღაზიაში შემოვიდა. _შენ რა თხოვდები?!_ალექსანდრე _კი_ამაყად ვუპასუხე _როგორ მინდა მის ადგილას მე ვიყო_დანანებით ჩაილაპარაკა და თვალბი ცრელებით აევსო _ნათ უნდა გელაპარაკო,გთხოვ._ისე მთხოვა უარი ვერ ვუთხარი,მხოლოდ ის ამოვილუღლუღე რომ კაბას გამოვიცვლიდი და გამოვიდოდი. გასახდელიდან გამოვედი და კონსულტანტს ვუთხარი რომ ეს კაბა ჩემთვის გადაენახათ. ამასობაში თეოც წავიდა და დავრჩით მე და ალექსანდრე ერთმანეთის პირისპირ. _აქ ვისაუბროთ?!_ვიკითხე მე ალექსანდრე ფიქრებიდან გამოფხიზლდა,ხელი მაგრად ჩამჭიდა. მის
შეხებაზე სასიამოვნოდ დამაჟროჟოლა.არ ვიცი ეს რა გრზნობა იყო,ან საერთოდ
რას ვაკეთებდი მე მის გვერდით როცა გიორგის ცოლი სულ მალე გავხდებოდი. ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი მივხვდი როგორ აღმოვცნდი ალექსის მანქანაში. _სად მივდივართ?!_ვიკითხე მე დაბნეულმა _ჩემთან!იქ მშვიდად ვისაუბრებთ,ხელს არავინ შეგვიშლის_გადმომანათა მწვანე თვალები _შეგვიძლია კაფეში დავსხდეთ_იდეა შევთავაზე _არ მენდობი?!თუ.._სიტყვა არ დაასრულა ალექსანდრემ _კარგი!_დავეთანხმე და გავურინდე. მის სახლში მალე მივედით. კარი გამიღო და სახლში შემიძღვა.უხმოდ შევაბიჯე და გავყევი.მერე სავარზელზე მიმითითა დაჯეიქო და მეც დავჯექი _დალე ვისკს?!_ხელი დაავლო ყინულს და ჭიქაში ჩაყარა _კი,სიამოვნებით! ალექსანდრემ
უხმოდ მეორე ჭიქაშიც ყინული ჩაყარა,და ვისკი დაასხა.ერთი მე
მომიტანა,მეორე თავად ეკავა ხელში.მერე ნერვიულად მოწრუპა და მშვიდად
მკითხა _გიყვარს?!_ალექსანდრე _რატომ არ უნდა მიყვარდეს!_გავიკვირვე მე _და მე?!_თვალი თვალში გამიყარა _რა შენ?!_ვისკი მოვწრუპე _მე არ გიყვარვარ?!_ისევ მშვიდად მკითხა _შენ
მე მიღალატე...იმ გოგოში ისე გაცვალე არც კი დაფიქრდი.მაშინ,იმ შუაღამეს
რომ წამოვედი ლაშქრობიდან,შენი თავიც არ შეიწუხე იმის გაგებით თუ რატო
წავედი?!ან საერთოდ რა დამემართა და ამის მერე უნდა
მიყვარდე?!_ნიშნისმოგებით შევხედე ალექსანდრემ არაფერი მიპასუხე მხოლოდ თავი ჩაღინა და სავარძლის სახელურზე ჩამომიჯდა _მართლია
შენ ჩემს გამო საკუთარ მხედველობაზე ამბობდი უარს,რისთვისაც შენი
მადლობელი ვარ,მაგრამ მე შენი აღარ მჯერა.შენდამი ნდობა
დავკარგე!_გავაგრძელე მე _მე მინდოდა სამყარო ჩემი თვალებით დაგენახა...მინდოდა შენთვის რაღაც გამეკეთებინა,მაგრამ ამის საშუალება არ მომეცი_ალექსანდრე _მე ვერ დავუშვებდი იმას რომ ჩემს გამო,შენ დაბრმავებულიყავი _რატომ?!_ალექსი _ვისკი ისევ დამისხი_კითხვას თავი ავარიდე.მანაც ჭიქა შემივსო მერე მომიახლოვდა,ჩემს წინ ჩაიმუხლა და ცოტა მოსვა და ნითხრა _გთხოვ,არ გაჰყვე ცოლად!გთხოვ! _რატომ?!_სულელური კითხვა დავუსვი _1 მიზეზს გეტყვი!_ალექსანდრე _მითხარი _იმიტომ
რომ მიყვარხარ სიგიჯემდე,იმიტომ რომ შენც გიყვარვარ!ჩვენ ერთმანეთი
გვიყვარს!_ბოლო წინადადებას გამოკვეთილად წარმოსთქვა.მერე მომიახლოვდა,თან
ძალიან მომიახლოვდა. "ახლა მაკოცებს"_გავიფიქრე და ფეხზე წამოვხტი _მე
უნდა წავიდე!_კარებისკენ დავიძარი,მაგრამ ალექსანდრემ ხელი მაგრამ ჩამავლო
და შემომაბრუნდა.ინერციით მივეჯახე და ახლა მის მკლავებში მოვექეცი.