snakee.ucoz.com
 
მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » anegdotebi
10:36 AM
anegdotebi
 
ალბათ ხშირად გაგღვიძებიათ ბედნიერს,სიხარულით სავსეს და შემდეგ გული დაგწყვეტიათ, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. ან შეშფოთებული წამოვარდნილხართ საწოლიდან და მერე გაგხარებიათ, რომ ესეც სიზმარი იყო. ან იქნებ თქვენ სულაც ის ადამიანი ხართ, ვინც ამტკიცებეს, რომ სიზმრს ვერ ხედავს.ეს კი ფაქტობრივად შეუძლებელია.მიჩნეულია, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 3-5 სიზმარს მაინც ხედავს, თუმცაღა ამახსოვრდება მხოლოდ ის,, რომლისაც სწრაფი ძილის დროს ხედავს. თუ ადამიანს სწრაფი ძილის დროს გავაღვიძებთ, იგი კარგად მოგიყვებათ სიზმარს. სწრაფი ძილის დამთავრებიდან 5 წუთის შემდეგ თუ გავაღვიძებთ, იგი გაიხსენებს სიზმარს, თუმცა ნაწილობრივ, 10 წუთის შემდეგ კი, უმეტესობას არ ახსოვს თუ რა ესიზმრა.ძირითადად, სიზმარს მხოლოდ ვიზუალური მხარე ახასიათებს. იგი არ მოიცავს სუნს და გემოს; ან შავთეთრია, ან ფერადი.თუმცა არსებობს შემთხვევა როდესაც სიზმრის "გავლენა"იმდენად ძლიერია რომ ის ზედმეტად რეალისტური გვეჩვენება და გვგონია რომ ზუსტად ვგრძნობთ და აღვიქვამთ სიზმარში ნანახ და შემთხვეულ ამბებს. არსებობს შემთხვევები როდესაც ერთიდაიგივე შინაარსის სიზმრებს ვხედავთ.შეიძლება დაგესიზმროთ, რომ დაფრინავთ, ეცემით,ხვდებით მეგობრებს უცნაურ ადგილას ან თუნდაც უცნოებს ნაცნობ ადგილას. ზოგ სიზმარში ისეთ სიტუაციაში ხართ, გაქცევა გინდათ და ვერ გარბიხართ, არაფერი გამოგდით…გესაზმრებათ საყვარელი ადამიანი ,იმ მდგომარეობაში რაზეც ბევრჯერ გიოცნებიათ,ზოგჯერ კი საერთოდ ვერ პოულობთ ვერანაირ ლოგიკას თუ რატომ,რისთვის,რა მიზნით უნდა დაგსიზმრეოდათ ასეთი"უზარობა".ამბობენ, რომ სიზმარი ისაა, რაზეც გვიფიქრია თუმცა შეიძლება ეს სულაც არ იყოს ასე. მიუხედავად იმისა რომ ძილის წინ ნაფიქრის "სიზმრად ჩაყოლა" ხშირი მოვლენაა ეს იმას არ ნიშნავს რომ გვესიზმრება მხოლოდ ის რაზეც ვფიქრობთ. არის შესაძლებლობა იმისა რომ სიზმარში ვნახოთ რაიმე პრობლემის გადაწყვეტის გზა თუკი ჩვენი ტვინი გადატვირთული იყო ამ პრობლემაზე ფიქრით.ხშირად გვინდა, ესა თუ ის სიზმარი არ განმეორდეს ან პირიქით, მაგრამ დადასტურებულია, რომ სიზმრების კონტროლი და მით უმეტეს, შეკვეთა შეუძლებელია.მე მინდა ვთქვა რომ მქონია მომენტი როდესაც გამიკონტროლებია სიზმარი.მიკეთებია ის რაც მინდა..გამიჩენია ის სამყარო რომელიც მოვისურვე. ეს იმ პერიოდში ხდება როდესაც გამოღვიძებულნი კვლავ ვუბრუნდებით ძილს და "ნახევრად" ფხიზლები თუმცა მაინნც ბურანში ვხედავთ სიზმარს.
ბიოლოგიურად სიზმარი შემდეგნაირად აიხსნება:ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმომადგენებისა, რაც ძირითადად უნებლიე ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა
სიზმრებში არაფერი საიდუმლოება არ არის. სიზმარი წარმოადგენს რეალური მოგონებების გაცოცხლებას ძილში. ყველაზე უკეთ ეს აზრი ი. სეჩენოვმა გამოთქვა. მან სიზმარს „არსებულ შთაბეჭდილებათა არნახული კომბინაცია" უწოდა.
მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ არ გვეცნობა ადგილი,ადამინი, სიტუაცია სიზმრად ვერ ვიხილავთ იმას რაც არასდროს გვინახავს. ჩვენ უბრალოდ არ გვახსოვს.
საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ აეხსნათ სიზმარი. მისი ერთ-ერთი ახსნის მიხედვით იგი "მისტიკური მოვლენაა, რომ ძილის დროს ადამიანს შეუძლია სხვადსახვა დროში, ადგილსა და განზომილებაში გადავიდეს". ზოგჯერ ადამიანები "მოგზაურობენ მომავალში” და წინასწარმეტყველებენ რა მოხდება. ამიტომაც ამა თუ იმ სიმბოლოს გარკვეულ მნიშვნელობას აწერენ,ხსნიან, შიფრავენ....
მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს :

ანგელოზები -სიზმარში ანგელოზების გამოცხადება ნიშნავს, რომ რაღაც შეაშფოთებს და შეაწუხებს თქვენს სულს. თუ სიზმარი სასიამოვნოა, მაშინ თქვენ მეგობრებისაგან გელით კარგი ახალი ამბავი ან მემკვიდრეობა უცნობი ნათესავისგან. სიზმარი ასევე შეიძლება გაფრთხილებდეთ ჭორზე, რომელიც შეეხება თქვენს საქმიან ან პირად ურთიერთობებს ხალხთან. კეთილი ადამიანებისათვის ანგელოზი სიზმარში ნუგეშს, შეგულიანებასა და მონანიებას ნიშნავს.

არშიყობა- თუ ქალს ესიზმრება თაყვანისმცემლები და მათი არშიყობა, ცხადში მას არავინ ითხოვს და დიდი ხნით დაეუფლება გულგატეხილობა მამაკაცების მიმართ.
თუ მამაკაცი ქალს ეარშიყება–რეალურ ცხოვრებაში მისი ქალიშვილის უიღბლო ქორწინება დასრულდება განქორწინებით.

ასაკი-ასაკთან დაკავშირებული ნებისმიერი სიზმარი ცუდია. თუ თქვენ გესიზმრებათ რაღაც თქვენს ასაკთან დაკავშირებით, იქნებით ზედმეტად პირდაპირი და ჯიუტი, რის გამოც შეიძლება ახლობლებთან იჩხუბოთ. თუ გოგონას ესიზმრა, რომ ის ჩვეულებრივზე დიდი ასაკისაა, სულელურ კომპანიაში მოხვდება. საერთოდ, ასაკთან შედარებით უფროსად დასიზმრება ნიშანია ავადმყოფობისა და უშედეგო რისკისა. დაბერებული შეყვარებულის ნახვა მოასწავებს მის დაკარგვას.

ბავშვები -მრავალი ლამაზი ბავშვი სიზმარში მაუწყებელია ბედნიერების და კეთილდღეობისა. თუ დედას ესიზმრება, რომ მისი შვილი ცოტათი ავადმყოფობს, ასეთი სიზმარი ცხადში ჰპირდება მას ჯანმრთელობას, თუმცა, შესაძლოა, სხვა სახის მცირე უსიამოვნებამაც შეაწუხოს ის. მძიმედ ავადმყოფი ან მკვდარი ბავშვი გაფრთხილებაა–თქვენ გაქვთ საფუძველი ინერვიულოთ მასზე, რადგანაც მის კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება.
მკვდარი ბავშვი შეიძლება ნიშნავდეს იმედგაცრუებას, რომელიც სულ მალე გეწვევათ. გაბრაზებული ბავშვები ნიშანია მომავალი უსიამოვნებებისა და მტრების გამო შიშისა.
სიზმარში ბავშვებთან ერთად თამაში, ანცობა და ამით დიდი კმაყოფილების მიღება ნიშანია სამსახურებრივსა და პირად ცხოვრებაში თქვენი წარმატებისა. მომუშავე ან მეცადინე ბავშვები მშვიდი ცხოვრება და გალაღებაა.

ფული- სიზმარში ნაპოვნი ფული პატარა უსიამოვნება და დიდი ბედნიერებაა. იქნება ცვლილებები. ფულის გადახდა–უბედურებაა. ოქროს მიღება მომასწავებელია გალაღებისა და გახარებისა. ფულის დაკარგვა გაფრთხილებთ სახლში და საქმეში უბედურების შესახებ. თუ სიზმარში ითვლით ფულს და აღმოაჩენთ დანაკლისს–ის თქვენს პრაქტიკულობაზე და მომჭირნეობაზე მეტყველებს.
თუ გესიზმრებათ, რომ ფული მოიპარეთ–საშიშროება გემუქრებათ–იყავით ყურადღებიანი მოქმედებისას.

საქორწინო კაბა- საქორწინო კაბა ახალ საზოგადოებასა და ახალი მეგობრების შეძენას მოასწავებს.
სიზმრების "ამხსნელი" წყარო: dauta
კატეგორია: სასიყვარულო ტესტი | ნანახია: 1317 | დაამატა: surtxa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-05-10, 0:25 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო ვიდეოები [47]
სასიყვარულო ისტორია [11]
სასიყვარულო ლექსი [16]
სასიყვარულო რჩევვა [19]
სასიყვარულო სხვა [7]
სასიყვარულო ტესტი [1]
სასიყვარულო სტატია [8]
სასიყვარულო ჩანახატი [3]
სასიყვარულო სტატუსი [4]
სასიყვარულო სხვა [1]
ოდნოს სტატუსები [5]
ინგლისური სტატუსები [0]
სასაცილო სტატუსები [0]
სწერვა სტატუსები [0]
ბრძნული გამონათქვამები [5]
მამაკაცის გულის მოგების ხერხები [0]
ანეგდოტები [0]
phrases [3]
statusebi [6]
ვიდეოები [0]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტი????
სულ პასუხი: 11
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz
www.wsa.ge