snakee.ucoz.com
 
მთავარი » 2013 » იანვარი » 31 » iსწავლეთ, თუ როგორ აკოცოთ
11:50 AM
iსწავლეთ, თუ როგორ აკოცოთ

ქორწინება – ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა



ცოლ-ქმრული ურთიერთობა, მეცნიერების აზრით, ადამიანზე დადებითად მოქმედებს. კარგ შედეგს იღებს ასევე იგი ჯანმრთელობაზეც. მცირდება დიაბეტის შანსი და რაც მთავარია ერთად ცხოვრების დაწყების შემდეგ სტრესი იკლებს. მეოჯახე ადამიანები 2.5%-ით უფრო დაცულები არიან ვირუსებისგან, ასევე ისინი დაცულები არიან უარყოფითი აურის შექმნისგან, რამაც შესაძლოა ცუდი შედეგი გამოიწვიოს. სწორედ ამ ყველაფრის გამო ცოლქმრული უღელი მათთვის აუცილებელი ხდება. მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ერთობლივი ცხოვრების დაწყების შემდეგ ადამიანები ბევრი მავნე ჩვევებისაგან თავისუფლდებიან. ისეთი ჩვევისგან მაგალითად როგორიცაა მოწევა.
ცნობილია, რომ როდესაც ადამიანი თავს კარგად გრძნობს, მასში გამომუშავდება სიმშვიდის ჰორმონი. ანალოგიურ პროცესს იწვევს სიგარეტი, თუმცა ამ სარგებელის გარდა მას უარესი ზიანი მოაქვს ადამიანისთვის. ფართოდ არის უკვე გავრცელებული ნიკოტინის დასაკრობები და საღეჭი რეზინები, თუმცა ორივე იწვევს დამოკიდებულებას ისევე როგორც სიგარეტი. ფსიქოლოგების აზრით წყვილის ურთიერთობა უფრო მაგრდება და ძლიერდება მაშინ, როდესაც მათი ქორწინება ოფიციალური ხდება.

ისწავლეთ, თუ როგორ აკოცოთ პარტნიორს "ფრანგულად”...



დაისველეთ ტუჩები – მშრალი ტუჩები ნაკლებად მოსახერხებელია საკოცნად, მაგრამ ტუჩების დასასველებლად ყოველთვის ენის იმედად ნუ იქნებით, შეგიძიათ გამოიყენოთ ტუჩსაცხი (საცხი ჯობს არომატის გარეშე იყოს რადგან ყველას არ უყვარს მარწყვი, ალუბალი და ა.შ.) მითუმეტეს კოცნა ხანდახან შეიძლება მოუოდნელად და არაგეგმიურად განხორციელდეს.

ნელა შეახეთ ტუჩები პარტნიორს – ოდნავ დააშორეთ ტუჩები ერთმანეთს და აუჩქარებლად და ნაზად შეეხეთ პარტნიორის ზედა ან ქვედა ტუჩს.

გადახარეთ თავი – როდესაც თქვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხება, აუცილებლად იგრძნობთ, რომ რომელიღაც ორგანო ხელს გიშლით ღრმად კოცნაში, ნუ დაიბნევით და იფიქრებთ ბევრს, რადგან როგორც წესი ეს ორგანო ცხვირია. ამ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ოდნავ თავი გადახაროთ, რომელიმე (მარჯვენა ან მარცხენა) მხარეს, უბრალოდ დააკვირდით თქვენმა პარტნიორმაც იმ მიმართულებით არ გადახაროს თავი.

დახუჭეთ თვალები – როდესაც მიახლოვდებით თქვენს პარტნიორს საკოცნელად, ჩახედეთ მას თვალებში, როდესაც თქვენი თვალები ერთმანეთთან ახლოს იქნება უკვე შეგიძლიათ დახუჭოთ თვალები (ასეთ მდგომარეობაში ტუჩებში კოცნა უფრო მოსახერხებელია), მაგრამ არსებობენ ადამიანები ვისაც სიამოვნებთ კოცნის დროს პარტნიორის ყურება და შესაბამისად ისინი არ ხუჭავენ თვალებს.

მშვიდი "პირდახურული” კოცნა – ფრანგული კონცა სრულდება ე.წ "გაღებული პირით”, მაგრამ სანამ "გაღებული პირით” კოცნას ანუ ფრანგულ კოცნას ისწავლით მანამდე გარკვეული ცოდნა უნდა დააგროვოთ მშვიდ კოცნაში. პირი ნაზად და აუღელვებლად უნდა გააღოთ და არა ისე რომ თითქოს შეჭმით ემუქრებოდეთ თქვენს პარტნიორს.

დაიწყე ჰოლანდიურად, განაგრძე ფრანგულად – კოცნა უნდა იყოს ორივე პარტნიორისათვის სასურველი. თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ვისაც კოცნით ის მზად არის ფრანგული კოცნისათვის, რადგან თუ თქვენ შენიშნავთ რომ პარტნიორი გეწინააღმდეგებათ და არ გაძლევთ საშუალებას ფრანგულად აკოცოთ მას, დამიჯერეთ არ არის სასიამოვნო კოცნის შეწყვეტა და კითხვა "რატო მეწინააღმდეგები ეს ხომ მშვენიერია?” ან რაიმე მსგავსი.

შეისწავლე ენით – თუ შეიქმნა ისეთი სიტუაცია რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი ისიამოვნებთ ე.წ "ღია პირით კოცნით”, ნელ-ნელა გააღეთ პირი და მოათავსეთ თქვენი ენის მცირედი ნაწილი პარტნიორის პირში. ენა არის ძალიან მგრძნობიარე ორგანი, ამიტომ ეს კოცნა იქნება სასიამოვნო თქვენ თუ დაიწყებთ ნაზად, პროცესისი უფრო სასიამოვნოდ ქცევის მიზნით ნუშეეცდებით უფრო ღრმად დაუკავშროთ საკუთარი ენა პარტნიორს, თავდაპირველად ჯობს დაიწყოთ მსუბუქად და ნაზად, ხოლო თუ თქვენ პარტნიორს უფრო მეტი სურს ის თავად გამოიჩენს ინიციატივას.

დაიწყეთ ნელა – ვნებიანი კოცნა ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ თუ თქვენ გინდათ სიამოვნება მიიღოთ ფრანგული კოცნისაგან ეს უნდა გააკეთოთ ნელა. არ უნდა იჩქაროთ და აუცილებლად უნდა შეისწავლოთ თქვენი პარტნიორის ენა.

სუნთქვა – თუ თქვენი კოცნა გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება ჩასუნთქვაც კი დაგავიწყდეთ, მაგრამ დამიჯერეთ გულის წასვლა ან გალურჯება არ არის რომანტიკული ამ დროს, ამიტომ ჯობს კოცნის პროცესში სუნთქვა განახორციელოთ დროდადრო ცხვირის მეშვეობით. კოცნის პროცესის გაუნჯობესების მიზნით შეგიძლიათ თქვენი სუნთქვა პირის მეშვეობით გაუზიაროთ პარტნიორს მაგრამ გახსოვდეთ რომ ეს ყველას არ მოსწონს.

გამოიჩინეთ მრავალფეროვნება – კოცნა თოვლის ფანტელებივითაა, არ გავს ყველა კოცნა ერთმანეთს. როდესაც ერთხელ ისიამოვნებ ფრანგული კოცნით მერე ცდილობ რომ კვლავ იგივე გააკეთო ყოველ ჯერზე. უმჯობესია თუ დაამატებთ სხვადასხვა ვარიანდებს, აკოცეთ ხანდახან უფრო ღრმად, ხანდახან უფრო მეტი ყურადღება გადაიტანეთ ტუჩებზე ვიდრე ენაზე, განახორციელეთ გრძელი ან მოკლე კოცნები და გამოიკვლიეთ კოცნის ხელოვნება.

გამოიყენეთ ხელები
– მიუხედავად იმისა რომ თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ხელები თავაზიანად, განსაკუთრებით პირველი კოცნისას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გესაჭიროებათ პარტნიორის მხოლოდ თქვენსკენ მოსამართად. როგორც წესი დაიყეთ პარტნიორის თეძოთი და ამოძრავეთ ხელები მის უკან ან შეეხეთ მის სახეს და თმებს. სხვა მოძრაობა რაც შეიძლება განახორციელოთ საკუთარი ხელებით ეს არის რომ ნაზად მოეფეროთ პარტნიორის მხრებს ეს მაჩვენებილია იმის რომ თქვენ კომფორტულად ხართ მასთან. ნაზად მოათავსეთ თქვენი პარტნიორის სახე თქვენს ხელებს შორის, შეეხეთ მის ლოყებსა და კისერს, ასევე შეგიძლიათ მოეხვიოთ მას.






qorwineba janmrtelobistvis sasargebloa
კატეგორია: სასიყვარულო რჩევვა | ნანახია: 1046 | დაამატა: surtxa3995 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-05-10, 8:37 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო ვიდეოები [47]
სასიყვარულო ისტორია [11]
სასიყვარულო ლექსი [16]
სასიყვარულო რჩევვა [19]
სასიყვარულო სხვა [7]
სასიყვარულო ტესტი [1]
სასიყვარულო სტატია [8]
სასიყვარულო ჩანახატი [3]
სასიყვარულო სტატუსი [4]
სასიყვარულო სხვა [1]
ოდნოს სტატუსები [5]
ინგლისური სტატუსები [0]
სასაცილო სტატუსები [0]
სწერვა სტატუსები [0]
ბრძნული გამონათქვამები [5]
მამაკაცის გულის მოგების ხერხები [0]
ანეგდოტები [0]
phrases [3]
statusebi [6]
ვიდეოები [0]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტი????
სულ პასუხი: 20
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz
www.wsa.ge