snakee.ucoz.com
 
მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » როგორ მოვიშოროთ კომპლექსები?
10:46 AM
როგორ მოვიშოროთ კომპლექსები?
 
დაწყებული საკუთარი თავის, სიტყვებისა და ქცევების ურწმუნობით, არასრულფასოვნების კომპლექსით დამთავრებული, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იატანჯება სხვადასხვა სახის კომპლექსებისგან. ერთ დროს, მეც მათ რიგებში ვიყავი, ასე რომ ეს საკმაოდ ნაცნობი თემაა ჩემთვის და რახან მე შევძელი ამ სენისგან განკურნება, დამერწმუნე, რომ თუ კარგად მოინდომებ – შეძლებ შენც.


რა არის კომპლექსი და საიდან მოდის ის?

სოციუმის მიერ ადამიანს თავს ეხვევა სხვადასხვა სახის კომპლექსები, ანუ მეტწილად ის ბავშვობაში ჩნდება და შემდეგ ღრმად იდგამს ფესვებს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში განუყრელი მეგობარივით გვერდში უდგას და ყველგან თან დაყვება მას. თუ ჩაუღრმავდებით ამ კომპლექსების გაჩენის მიზეზსაც კი შეიძლება მივაგნოთ.

- როგორ?

მოდი ავიღოთ ყველაზე გავრცელებული კომპლექსი, მაგალითად ადამიანის გარეგნობა და განვიხილოთ პატარა ისტორია გოგონაზე სახელად ხათუნა:

სასიამოვნო გარეგნობის მქონე გოგონა [ხათუნა] იზრდება, ხდება მიმზიდველი ქალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის საერთოდ არ არის ბედნიერი. მის გარშემო ყველა აღიარებს, რომ ის ულამაზესია, მამაკაცებიც არ მალავენ მის მიმართ ინტერესს, მაგრამ საკუთარი ცხვირის გამო ხათუნა თვლის, რომ ის არის უშნო. წიგნი სათაურით: "როგორ გავნთავისუფლდეთ კომპლექსებისგან" მის სამაგიდო წიგნად იქცა, ის ხშირად დადის ფსიქოლოგთან და აგროვებს ფულს პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად.

- ეს გასაგებია, მაგრამ ამ ყველაფრის საწყისი მიზეზი არ გაინტერესებს?

ხათუნას ჯერ კიდევ სკოლაში, კლასელმა ბიჭმა უთხრა, რომ მას დიდი ცხვირი აქვს და ის "ბაბა იაგას" შეადარა, რაც სხვა ბავშვებმაც აიტაცეს და დიდი ხნის განმავლობაში დასცინოდნენ მას.

როდესაც ხათუნა სახლში მივიდა, სარკესთან მიირბინა და გაიფიქრა – რახან ყველა ასე თვლის იქნებ მართლაც დიდი ცხვირი მაქვს?! აი ასე დაიბადა ხათუნაში კომპლექსი, რომელიც მთელი ცხოვრებაა მოსვენებას არ აძლევს მას. როდესაც ის გაიზარდა დაიწყო ფიქრი, თუ როგორ მოეშორებინა კომპლექსები, მაგრამ ერთი წამიც კი არ დაუხარჯია იმაზე ფიქრზე, თუ რა იყო ამ კომპლექსის გაჩენის მიზეზი. მას არც კი გაუფიქრია, რომ ეს ყველაფერი ძალიან ღრმა ბავშვობაში მოხდა და რომ შეიძლება მას რეალობასთან ელემენტარული კავშირიც კი არ ჰქონოდა. ხათუნას უბრალოდ სიღრმისეული ანალიზი რომ ჩაეტარებინა, შეიძლება ის მტკივნეული ცხვირის ოპერაციაც კი არ დასჭირვებოდა, რომელმაც პრობლემა მაინც ვერ მოუგვარა!!!

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაგალითის მოსაყვანად გამოგონილი ისტორიაა, ალბათ დამეთანხმები, რომ ის ნათლად ასახავს ჩვენს დღევანდელობას და მისი მთავარი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კარგად გავიგოთ:

1. კომპლექსი ეს არის სოციუმის მიერ თავს მოხვეული და გაბუქებული რამ, რასაც ხშირ შემთხვევაში რეალობასთან ოდნავი კავშირიც კი არ აქვს.

2. სისულელეა ებრძოლო შედეგს, როდესაც ჭეშმარიტი მიზეზი არ არის იდენტიფიცირებული, ხოლო ის დიაგნოზი, რომელსაც შენ ფლობ არის ყალბი და მცდარი.

გახსოვდეს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც შენ თავს მოგახვიეს სხვადასხვა კომპლექსები, უკვე მრავალი წელია დაივიწყეს მათ შესახებ, შენ კი დღემდე საკუთარ ბეჭებზე გაქვს შემოდებული და ყველგან თან დაატარებ მათ.

კომფლექსების ძირითად სათავეს წარმოადგენს – შიში.

შიში სხვადასხვაგვარია:

შეცდომის დაშვების შიში;

დაცინვის შიში;

კრიტიკის შიში;

სიახლის შიში;

და ა.შ.


შიში, რომელსაც განიცდიან მორცხვი და დაკომპლექსებული ადამიანები, ჩნდება იქიდან, რომ ისინი არაცნობიერად თავს ადარებენ სხვებს – სწორედ ამიტომ უჩნდება ადამიანს ეჭვები და საკუთარ უძლურობასთან დაკავშირებული შიშები. ამიტომ, შიშების დაძლევისთვის აუცილებელია ვაცნობიერებდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევადაროთ თავი სხვა ადამიანებს.

თითოეული ჩვენგანი უნიკალურია. შენ ხარ ისეთი როგორიც შეგქმნა ღმერთმა. ხოლო ღმერთმა კი ყველას თანაბარი შესაძლებლობები მოგვცა. სხვა საქმეა, როდესაც ადამიანი საკუთარი შიშებით ახდენს თავისი შესაძლებლობების შენიღბვას. სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ შიშის გამო ვერ ხდება იმ შესაძლებლობებისა და ტალანტების გამოაშკარავება, რომლებიც აბსოლუტურად თითოეულ ჩვენგანშია.

დაიმახსოვრე – ნებისმიერ სიტუაციაში შენ უნდა იყო თავისუფალი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუშინდე შეცდომების დაშვებას.

არ არის საჭირო შიში და ზედმეტი უსაფუძვლო განცდები. შიში და განცდა ხელს გიშლის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე ეს საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს შენს ჯანმრთელობაზე.

რაც არ უნდა ბანალურად მოგეჩვენოს, ჩემი რჩევა იქნება, რომ რაც შეიძლება ხშირად გაიღიმო, მხრებში გამართულმა იარო და ბევრი იმღერო. დიახ, დიახ იმღერო. პირადად მე დილის ლოცვის შემდეგ შეგნებულად ვმღერივარ და თანაც ვმღერივართ მთელი ოჯახით, ეს შესანიშნავია დილის პოზიტიურად დაწყებისთვის, მაგრამ მოდი ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ…

საკუთარ თავზე მიზან მიმართული მუშაობა შეასნიშნავ შედეგებს იძლევა. როდესაც ჩვენი დილა პოზიტიურად იწყება, შიში და უაზრო განცდები ხედავენ, რომ მისამართი შეეშალათ. ისინი გრძნობენ, რომ იქ მათი ადგილი არ არის და მომენტალურად გვტოვებენ.

არ გჯერა? ეგ უკვე შენი პრობლემაა… და თანაც სერიოზული პრობლემა

შენ იცი, რომ რაც არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში ადამიანები თავად ძერწავენ საკუთარ კომპლექსებს? …და ეს ხდება მაშინ, როდესაც ისინი ამ კომპლექსებზე ახდენენ თავიანთი ყურადღების ფოკუსირებას. ის, რისგანაც ჩვენ ვქმნით კომპლექსებს ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩვენს ღირსებებად ვაქციოთ.

ყველაფერი ჩვენს დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული! © მე



ანუ, სამყაროსთან, საკუთარ თავთან, საკუთარ ღირსებებთან და ნაკლოვანებებთან სწორი დამოკიდებულება – აი ეს არის უკომპლექსო და თავისუფალი ცხოვრების სათავე.

ენდე საკუთარ თავს, დაიწყე საკუთარი კომფორტის ზონის მიღმა მოქმედება, შემოუშვი შენს ცხოვრებაში ცნობიერება, გაიხსენი სიახლეებისადმი, გამოიჩინე გამბედაობა.

აიღე ფურცელი და კალამი და ჩამოწერე ის თვისებები, რომლებიც გინდა, რომ გამოიმუშაო.

მაგალითად:

"მე თავდაჯერებული ადამიანი ვარ";

"მე არ მეშინია შეცდომების დაშვების";

"მე თავისუფალი ვარ კომპლექსებისგან";

და ა.შ.


ჩამოწერე ყველაფერი, რაც გსურს და ყოველ დღე გაიმეორე ეს პროცედურა, ხოლო წერის დროს შეეცადე ნათლად წარმოიდგინო ის, რასაც წერ. ანუ, პირველ რიგში შენ უნდა გაიგო რა გინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იცოდე, რომ ახალი თვისება თავისით არ დაგემართება. ხოლო, თუ დისციპლინირებულად და მიზანმიმართულად იმუშავებ ახალი ჩვევის გამომუშავებაზე, პირადი გამოცდილებიდან გეუბნები, რომ დროთა განმავლობაში შენ აუცილებლად მიაღწევ საწადელს.

იცოდე, რომ პირველ რიგში შენ საკუთარ თავს უნდა მოეწონო და არა სხვებს. გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია და შეუძლებელია ყველას მოაწონო თავი. იყავი ნატურალური და დაიცავი გამჭვირვალობის კანონი – იყავი ის, რაც ხარ და ნუ ითამაშებ.

როდესაც ცდილობ ითამაშო "კაი ტიპის" როლი, ყველაზე "ცუდი ტიპი" ხდები! © მე



ძალიან მნიშვნელოვანია იყო საკუთარ თავში და სიტყვებში დარწმუნებული, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ის, რასაც ლაპარაკობ იყოს სიმართლე და შენი ცხოვრების სტილი 100%-იან კონგრუენტულობაში [თანხვედრაში] მოდიოდეს შენს სიტყვებთან.

მხოლოდ ასეთი შეთანხმებული ჩვევები გაქცევენ რასაც ჰქვია წარმატებულ და ბედნიერ ადამიანად. შენ დაგაფასებენ და რაც მთავარია – შენ ეყვარებით, ხოლო როგორც მოგეხსენება სიყვარული ყველანაირი ურთიერთობის მწვერვალია. შენი ცხოვრება გახდება ნათელი და საინტერესო, და შენ შეძლებ, რომ პირადი მაგალითით შთააგონო მილიონობით ადამიანი და შეცვალო მათი აზროვნება!

ახლა კი, მინდა შემოგთავაზო ამონარიდი ჩვენი გუნდის დახურული ტრენინგიდან, სადაც სწორედ კომპლექსების თემას შევეხეთ და განახო, თუ როგორ უმკლავდებით ჩვენ, ამ პარაზიტ კომპლექსებს.
კატეგორია: სასიყვარულო სტატია | ნანახია: 1303 | დაამატა: surtxa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-05-10, 10:00 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო ვიდეოები [47]
სასიყვარულო ისტორია [11]
სასიყვარულო ლექსი [16]
სასიყვარულო რჩევვა [19]
სასიყვარულო სხვა [7]
სასიყვარულო ტესტი [1]
სასიყვარულო სტატია [8]
სასიყვარულო ჩანახატი [3]
სასიყვარულო სტატუსი [4]
სასიყვარულო სხვა [1]
ოდნოს სტატუსები [5]
ინგლისური სტატუსები [0]
სასაცილო სტატუსები [0]
სწერვა სტატუსები [0]
ბრძნული გამონათქვამები [5]
მამაკაცის გულის მოგების ხერხები [0]
ანეგდოტები [0]
phrases [3]
statusebi [6]
ვიდეოები [0]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტი????
სულ პასუხი: 11
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz
www.wsa.ge