snakee.ucoz.com
 
მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » სასიყვარულო
10:58 AM
სასიყვარულო

ხედავთ, სიყვარული მრავალსახიანია და ვერავინ გეტყვით ზუსტად, თუ როდის და ვინ შეგიყვარდებათ და როგორი სიყვარული გეწვევათ.მაგრამ იმაში, რომ ადრე თუ გვიან მოხდება ეს, ეჭვი ნუ შეგეპარებათ. სიყვარულზე ბევრი რამ თქმულა, ის ძალიან ლამაზი, ტკბილი, მრავალფეროვანი, ენით აღუწერელი გრძნობაა. ამქვეყნად არსებობს მრავალგვარი სიყვარული: დედა-შვილური, და-ძმური,ქალ-ვაჟის, სამშობლოს, სარწმუნოების და ა.შ. ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება გააჩნია:’’თუ რა არის სიყვარული’’. ზოგს სჯერა ერთი ნახვით შეყვარების,ზოგს-არა. სიყვარულს თან ახლავს: როგორც სიტკბოება-ისე სიმწარე . ის ხომ მართლაც ‘’მარადიული გრძნობაა’’. არ არსებობს ადამიანი, თუნდაც ბოროტი, რომელსაც გულში სიყვარულის ერთი ნაპერწკალი არ ჰქონდეს. სიყვარული არ არის თამაში, როცა მოგესურვება რომ დაიწყო და დაამთავრო. იგი ადამიანის გულს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება , იმწამსვე დაიწყებს მბრძანებლობას. ‘’თუ ვინმე გიყვარს-ადამიანი ხარ, თუ ვინმეს უყვარხარ კი ღმერთი-ო’’-ნათქვამია ბრძენი ადამიანების მიერ, რომელთა მოსაზრებების ჩვენ გვჯერა. სევდა,მწუხარება,სიხარული,ბედნიერება,თვალზე ცრემლი-სახეზე ღიმილი, ეს ყველაფერი სიყვარულის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია. ‘’სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის... ეს გალაკტიონის სიტყვებია... როცა ეს გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრბას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება... მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს... ‘’ნამდვილი სიყვარული მარადიულია’’... ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში... დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის, რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდების და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება, რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის, რომ ხელახლა შეგიყვარდეს.’’ სიყვარული ყოველდღე იზრდება, არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, არ ხუნდება... პირველი სიყვარული ამქვეყნად ყველაზე ლამაზი, ის ყველასაგან და ყველაფრისაგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა-რა ასაკში. ყველაზე ლამაზი-სიყვარული ალბათ გარდატეხის ასაკშია. ამ დროს ყველაფერს განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხარ, ვიდრე საერთოდ. პირველი სიყვარულის დავიწყება უზომოდ ძნელია,თითქმის შეუძლებელი და სანამ ცოცხალი ხარ ის ბუდობს შენს გულში. ყველაფერი ახალია შენთვის:პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა... ის ყოველთვის შენში რჩება!ყველა დამიანის ფიქრებში ტივტივებს აზრი ‘’მარადიული სიყვარულისა’’ და ყველა იმ დასკვნამდე მიდის, რომ ის მარადიულია. გავიხსენოთ თუნდაც-ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის, ავთანდილისა და თინათინის, გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის სიყვარულის ისტორიები. ასევე მშობლისა და შვილების სიყვარული, სამშობლოს სიყვარული და ჩვენი სარწმუნოებისადმი სიყვარული. რამდენმა ადამიანმა გაწირა თავი სამშობლოს სიყვარულისათვის, რამდენმა-ქრისტიანული სარწმუნოებისათვის. საკმარისია დავასახელოთ-შუშანიკი, აბო, გრიგოლ ხანძთელი, ქეთევან დედოფალი და მრავალი სხვა. გავიხსენოთ ასევე შექსპირის ‘’რომეო და ჯულიეტა’’, მათი უსაზღვრო სიყვარული, მართლაც ხომ მარადიული იყო. ის რომ ჩვენ ამის შესახებ დღეს 21 ს-ში ვსაუბრობთ, სწორედაც რომ ‘’მარადიული სიყვარულის’’ შედეგია.მეცნიერები მრავალი წლის მანძილზე იკვლევდნენ თუ რა იყო ‘’სიყვარული’’, მაგრამ მაინც ვერ ახსნეს. ყველა ამ გრძნობას თავისებურად ხსნის.
‘’სიყვარული ეს ნიჭია, რომელიც
ღმერთმა ადამიანს უბოძა და
უბედურია ის ვინც ამ ქვეყნიდან
ამ ნიჭის გარეშე წავა.’’ - ეს ნოდარ დუმბაძის სიტყვებია; მართლაც ხომ ნიჭია ‘’სიყვარული-მარადისობის’’.


კატეგორია: სასიყვარულო სტატია | ნანახია: 1012 | დაამატა: surtxa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-05-10, 9:51 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო ვიდეოები [47]
სასიყვარულო ისტორია [11]
სასიყვარულო ლექსი [16]
სასიყვარულო რჩევვა [19]
სასიყვარულო სხვა [7]
სასიყვარულო ტესტი [1]
სასიყვარულო სტატია [8]
სასიყვარულო ჩანახატი [3]
სასიყვარულო სტატუსი [4]
სასიყვარულო სხვა [1]
ოდნოს სტატუსები [5]
ინგლისური სტატუსები [0]
სასაცილო სტატუსები [0]
სწერვა სტატუსები [0]
ბრძნული გამონათქვამები [5]
მამაკაცის გულის მოგების ხერხები [0]
ანეგდოტები [0]
phrases [3]
statusebi [6]
ვიდეოები [0]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტი????
სულ პასუხი: 20
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz
www.wsa.ge